10 პოპულარული საკვები პროდუქტი, რომელიც კიბოს იწვევს - Marao

10 პოპულარული საკვები პროდუქტი, რომელიც კიბოს იწვევს

2016-04-18 12:56:35+04:00

განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ესა თუ ის პროდუქტი შესაძლებელია სიმსივნეს იწვევდეს, ხალხი სკეპტიკურად ხვდება. მაგრამ არსებობს მინიმუმ 10 კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ზოგიერთი პროდუქტი ამ საშინელი დაავადების მაპროვოცირებელია.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები

მედიკოსებს გააჩნიათ დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ გენმოდიფიცირებული საკვების მიღება იწვევს სიმსივნის განვითარებას. შეიძინეთ მხოლოდ ცნობილი ბრენდების სერტიფიცირებული პროდუქტები. სასურველია, ეტიკეტზე იყოს აღნიშნული "გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარეშე".

თერმულად დამუშავებული ხორცი

ხორცის მირთმევის საუკეთესო გზა - შეიძინოთ უმი ხორცი და დაამზადოთ სახლში. დაივიწყეთ ჰოთ-დოგები, კონსერვი, შებოლილი ხორცი, ძეხვი!

ეს პროდუქტები, როგორც წესი, ნიტრატებს და სხვა მავნე ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც კიბოს განვითარების რისკს ამაღლებს.

მიკროტალღურ ღუმელში დამზადებული პოპკორნი

ეს პოპკორნის მომზადების სწრაფი და მოსახერხებელი მეთოდი გახლავთ, თუმცა ამან შესაძლოა უნაყოფობა, ღვიძლისა და საკვერცხეების პრობლემა, ასევე, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო გამოიწვიოს.

გაზიანი სასმელები

გაზიანი სასმელი თერმულად დამუშავებულ ხორცზე მეტად აპროვოცირებს კიბოს განვითარებას. იგი შაქარს დიდი ოდენობით შეიცავს, ასევე, ქიმიასა და საღებავებს.

ხელოვნური დამატკბობელი

უამრავი კვლევის თანახმად, ხელოვნური დამატკბობელი უამრავ დაავადებას იწვევს. ასევე, შესაძლოა, კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს.

თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები

ნახშირწყლების დიდი ოდენობით შემცველობა ფუნთუშებსა და ტორტებში მათ ტოქსიკურს ხდის. ქალებისთვის, რომლებიც მათ რეგულარულად მიირთმევენ, სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი 22%-ით იზრდება.

რაფინირებული შაქარი

რაფინირებული შაქარი ინსულინის დონეს სწევს და კვებავს კიბოს უჯრედებს. ფრუქტოზა - გაცილებით უარესია: სიმინდის სიროფს, რომელსაც "კოკა-კოლა" შეიცავს, ადვილად ითვისებს კიბოს უჯრედები.

ხილის სხვადასხვა ჯიში

ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ჯანმრთელად იკვებება, როდესაც მაღაზიაში ვაშლს, მარწყვსა და ყურძენს ყიდულობს. მაგრამ ეს პროდუქტები პესტიციდებითაა სავსე. უმჯობესია, ხილი ბაზარში, გლეხებთან შეიძინოთ.

ფერმებში გამოყვანილი ორაგული

ორაგული, რომელიც ზღვაში არაა დაჭერილი, არამედ სპეციალურ ფერმებშია გამოყვანილი, შეიცავს უამრავ ნივთიერებას, რომელიც კიბოს მაპროვოცირებელია. ფერმაში ორაგულს D ვიტამინი არ ჰყოფნის და ის კანცეროგენებით არის გაჯერებული.

ჰიდროგენიზირებული ზეთები

ისინი ფართოდ გამოიყენება დამუშავებული პროდუქტების შესანახად. ვინაიდან, ეს ზეთები უჯრედების მემბრანათა ტექსტურას ცვლის, ამან შესაძლოა, უამრავი დაავადება გამოიწვიოს, მათ შორის, კიბოც.