როგორ გავფცქვნათ და რაში გამოვიყენოთ კოჭა, იგივე ჯანჯაფილი - Marao

როგორ გავფცქვნათ და რაში გამოვიყენოთ კოჭა, იგივე ჯანჯაფილი

2016-04-22 12:07:12+04:00

კოჭა, იგივე ჯანჯაფილი, ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია და მას ლამის ყველანაირ კერძს უმატებენ, გასახდომად იყენებენ და სამკურნალო საშუალებებს შორისაც ასახელებენ.

მას საუცხოო არომატი და გემო აქვს. სხვათა შორის, ძალიან კარგ გემოს ანიჭებს პასკასა და კულიჩს. უგემრიელესია მისი ჩაიც. გაფცქვნილი კოჭას პატარა ნაჭერს დაასხით მდუღარე წყალი და 2-3 წუთით გააჩერეთ. გადაწურეთ და ჩაი მზად იქნება.

კოჭა შეიცავს ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას. მის შემადგენლობაში შედის: მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, ქრომი, რკინა, ალუმინ ნიკოტინის მჟავა, ვიტამინი С, ცხიმები, ალუმინი, და სხვ. ასევე, შეიცავს ამინომჟავებს. ის დაბალკალორიულია: 100 გრ ფესვი შეიცავს 80 კილოკალორიას, ამიტომაც აქტიურად იყენებენ დიეტის დროსაც.

კოჭა გამოიყენება არაერთი დაავადების საპროფილაქტიკოდ. დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. აქვს ნაღველმდენი მოქმედება. იგი გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს. გამოიყენება ასევე პარაზიტების სამკურნალოდ, ბრონქიალური ასთმის, ჭრილობების, თირკმელებისა და კანის დაავადების დროს.

განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, ამაგრებს და ასუფთავებს მის კედლებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დაბლა სწევს წნევას. განაგრძეთ კითხვა