ვინ არ ოცნებობს იდეალურ ბრტყელ მუცელზე?
დღეს ჩვენ გაგიმხელთ საიდუმლოს, როგორ მოვიცილოთ ზედმეტი ცხიმი მუცლის არედან ფიზიკური დატვირთვის გარეშე. ჩვეულებრივი ოხრახუში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. ოხრახუშს ყოველდღიურად იყენებენ სხვადასხვა კერძში და ვერც კი წარმოუდგენიათ, რა სასარგებლო თვისებების მატარებელია იგი!
ოხრახუში ვიტამინების ნამდვილი საბადოა. ასევე, მისი ფერმენტები ხელს უწყობს ნივთიერებათა სწრაფ ცვლას. წონაში დაკლების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება გახლავთ ოხრახუშისგან დამზადებული სასმლის მიღება.
როგორ მოვიცილოთ ცხიმი მუცლიდან

დაგჭირდებათ:
- 60 გრ ოხრახუში
- 1 ლიმონი
- 250 მლ ადუღებული წყალი
მომზადების წესი:
- გარეცხეთ ოხრახუში და მოაჭერით ძირები, სასმლისთვის მხოლოდ ფოთლები დაგჭირდებათ.
- დაჭერით წვრილად და დაასხით 1 ლიმონის წვენი.
- დაამატეთ ადუღებული წყალი.
- დააცადეთ, რომ გაგრილდეს და ნაყენი მომზადდეს (20-30 წთ).
- მიიღეთ ოხრახუშის სასმელი დილით უზმოზე. ოთახის ტემპერატურის.
სასურველია, მოამზადოთ დილას. კურსის ხანგრძლივობა - 5 დღე. შემდეგ 10 დღით შეისვენეთ. შედეგს მალევე შეამჩნევთ!