აი, როგორ უნდა გადაიჭიმოთ თვალზე ჩამოკიდებული ქუთუთოები: 4 მარტივი ნაბიჯი - Marao

აი, როგორ უნდა გადაიჭიმოთ თვალზე ჩამოკიდებული ქუთუთოები: 4 მარტივი ნაბიჯი

2016-05-03 11:49:55+04:00

თვალის ირგვლივ ზონა დაბერებას პირველ რიგში ექვემდებარება. სწორედ ამ ადგილას ჩნდება სახეზე პირველი ნაოჭები, კანი კარგავს სიმკვრივეს, დუნდება და ეკიდება.

ჩამოკიდებული ქუთუთოები სახეს მოღუშულ და დაღლილ იერს ანიჭებს, ქალს კი ბევრად ასაკიანს აჩენს... მაგრამ ნუ დაყრით ფარ-ხმალს. არსებობს შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი პროგრამა თვალის ირგვლივ კანისთვის.

ქუთუთოების ლიფტინგი

1. თვალის ვარჯიში

ასწიე წარბები და ოდნავ დააჭირე თითებით წარბქვეშ ადგილს, რათა დააფიქსირო კანი. ნელა დახუჭე თვალი და გააჩერე დახუჭული 6 წამის განმავლობაში. გაახილე თვალები და გაიმეორე 10-ჯერ. შეასრულე ეს ვარჯიში ყოველდღიურად!

2. თვალის ირგვლივ კანის გასუფთავება

კანის გაწმენდა მნიშვნელოვანი ყოველდღიური პროცედურაა, რომლის არასწორად შესრულებაც აჩქარებს დაბერების პროცესს. გამოიყენე მაკიაჟის მოსაცილებელი სპეციალური კოსმეტიკური საშუალება და არავითარ შემთხვევაში საპონი! დაასველე მაკიაჟის მოსაცილებელ სითხეში ბამბის დისკი და ისე, რომ არ გაჭიმო კანი, ნაზი მოძრაობით ჩამოიშორე მაკიაჟი. ტუშის ნარჩენები სუფთა ბამბის დისკით მოიშორე.

ყველაზე მდგრადი მაკიაჟის ჩამოსაშორებლად იდეალურია ქოქოსის ზეთი: ის არა მხოლოდ ასუფთავებს კანს, არამედ შესანიშნავად კვებავს და ატენიანებს მას.

3. კანის დატენიანება

იმისათვის, რომ კანმა ელასტიკურობა შეინარჩუნოს, ის ზომიერად უნდა დაატენიანო. კრემები და შრატები, რა თქმა უნდა, დადებით შედეგს იძლევა, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ წყლის დალევაც: დღეში მინიმუმ 1,5-2 ლ წყალი უნდა მიიღოთ. სითხის ძირითადი მიღება დაძინებამდე 4-5 საათით ადრე უნდა მოხდეს, რათა თავიდან ავიცილოთ შეშუპება.

4. კანის ტონიზირება

თანაბარი პროპორციებით შეურიეთ ერთმანეთში არყის ხის ფოთლები, სალბისა და იის ყვავილები. დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი 1 ჩ/კ ბალახების ნარევს და გააჩერეთ ორთქლში 5-10 წუთი. გააცივეთ ნაყენი, გაწურეთ, ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ. გაიწმინდეთ ყინულით თვალის ირგვლივ კანი ყოველდღიურად.

კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა მზისგან დაცვა. ამიტომაც ზაფხულში აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი.