უკონტროლო ქუთუთო თავად წყვეტს როდის უნდა ათამაშდეს, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს და რა პრობლემაზე უნდა მიუთითებდეს "თვალის თამაში"?
კითხვებზე პასუხს ნიუ-იორკის ოფთალმოლოგიის ცენტრის პროფესორი მურიელ შორნაკი გაგვცემს. დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ მარტო თქვენ არ გითამაშებთ თვალი. ის ძალიან პოპულარული მოვლენაა. მაგრამ საშიშროებას არ წარმოადგენს.
პირველ რიგში დააკვირდით, ქუთუთო გითამაშებთ თუ თავად თვალი? ბინდი თვალზე, თითქოს სამყარო ხტის შეიძლება ოსცილოფსიაზე -მხედველობის დარღვევაზე მიუთითებდეს. იგი ხშირად ნევროლოგიასთანაა კავშირში. აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს, რომელიც სწორ დიაგნოზს დაგისვამთ.
თუ ქუთუთო გითამაშებთ, ნუ ანერვიულდებით. ამ მოვლენას მიოკიმია ჰქვია. იგი შეიძლება მოულოდნელად დაგეწყოთ და ასევე მოულოდნელად დასრულდეს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მიოკიმია რამდენიმე კვირას გრძელდება. მაგრამ არც ამ შემთხვევაში ღირს ნერვიულობა.
თვალის თამაშის დაწყება გამოხატულ მიზეზს არ საჭიროებს. იგი შეიძლება თვალის გადაღლის, სტრესის მიზეზი იყოს. აგრეთვე, დიდი რაოდენობით მიღებული კოფეინისა და სიგარეტის დოზის შედეგიც.
მიოკიმიის დროს მოადუნეთ თვალი და რამდენჯერმე დაახამხამეთ. თუ თვალის თამაშმა გაგაწამათ, შეიძლიათ, ცივ წყალში დასველებული საფენიც დაიდოთ. თუ იგი დაუსრულებლად და ხანგრძლივად გაქვთ, მიმართეთ ოფთალმოლოგს.
იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მიოკიმია დაუმორჩილებელი ხდება. თვალთან ერთად სახის სხვა კუნთებიც იწყებს "თამაშს"; თვალი თავისით იღება და იხუჭება. ასეთ დროს არ დაიზაროთ და მიმართეთ ექიმს.
დამშვიდით, ხომ გეუბნებოდით, საშიში სიმპტოო არაა-მეთქი.