დაღლილობა, დაბნეულობა, თავის ხშირი ტკივილი და თავბრუსხვევა: ყველა ეს შეგრძნება მუდამ თან დამდევდა. ეს გარდაუვალია, როდესაც უძილობა გაწუხებს.
უძილობას სტრესები და დაძაბულობა იწვევს. ასევე, ძილის დაღვევა შეენიშნებათ მათ, ვინც ხშირად მიირთმევს ყავას, ალკოჰოლსა და მაგარ ჩაის.
ბანანის წყალი - ჩემი საყვარელი დამამშვიდებელი და საძილე საშუალებაა. კალიუმი და მაგნიუმი, რომელთაც ბანანი შეიცავს, ადუნებს კუნთებს. ახლა მე იოლად ვიძინებ ღამით და დილით დასვენებული და კარგ ხასიათზე ვიღვიძებ. თანაც, ამ გზით მომზადებული ბანანი ძალიან გემრიელია.
ბანანის სასმელი
ინგრედიენტები:
• 1 ბანანი
• 200 მლ წყალი
• 1 მწიკვი დარიჩინი
მომზადება:
მოაჭერით ბანანს ორივე ბოლო, კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ წყალში და დადგით გაზქურაზე.
ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.
სასმელი მზადაა! არომატისთვის დაუმატეთ დარიჩინი.