ცნობილმა წინასწარმეტყველმა ვანგამ ერთხელ თქვა: "გიხაროდეს ზოგი საჩუქრის, ზოგისგან კი ფრთხილად იყავი". არსებობს საჩუქრები, რომელთაც ნეგატიური ენერგეტიკა აქვს და რომლებიც არ უნდა მიიღოთ.
რისი ჩუქება არ შეიძლება
დანა

დანა, მაკრატელი და სხვა მჭრელი ან მჩხვლეტავი საგნები ადამიანმა თავად უნდა შეიძინოს. ბასრ საგნებში უარყოფითი ენერგია გროვდება. თუ არ გინდათ აწყენინოთ მას, ვინც მსგავსი ნივთის ჩუქება გადაწყვიტა, სიმბოლურ ფასად იყიდეთ მასგან ეს ნივთი.
საათი

ეს ნივთი ითვლის დროს. თითქოსდა, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ საათს გაჩერებაც ახასიათებს. მსგავსი საჩუქარი ბედნიერი ცხოვრების დასასრულის სიმბოლო რომ არ გახდეს, მჩუქებელს მასთან ერთად რამდენიმე მონეტაც აჩუქეთ.
საფულე

როდესაც ცარიელ საფულეს იღებ საჩუქრად, რისკავ, დაკარგო ფულის შოვნის ბედი. თუნდაც ერთთეთრიანი მონეტა უნდა იდოს შიგნით. უმჯობესია, მსგავსი საჩუქრისგან თავი შეიკავოთ.
ცხვირსახოცი

ბევრი ხალხის კულტურაში დაკრძალვაზე ცხვირსახოცის ჩუქების ტრადიცია არსებობს. ეს ნივთი მჭიდროდ არის დაკავშირებული ცრემლთან და სევდასთან.
მარგალიტი

ამ საჩუქარმა, შესაძლოა, უბედურება, დანაკარგი და ავადმყოფობა მიიზიდოს. უამრავ ქვეყანაში მარგალიტი ქვრივის და ობლის ცრემლებთან ასოცირდება.
სარკე

სარკე - ძალიან მისტიკური ნივთია იმისათვის, რომ ვინმეს აჩუქო. ამბობენ, რომ მას სილამაზის, ახალგაზრდობისა და სიცოცხლისუნარიანობის წართმევა შეუძლია. განსაკუთრებით უნდა ერიდოთ ანტიკვარულ სარკეებს.
ხელთათმანი

ხელთათმანთან ბევრი მაგიური რიტუალია დაკავშირებული, რომელიც პიროვნების მართვაზეა ორიენტირებული. ამიტომაც მსგავსი ნივთის ჩუქება არ არის მიღებული.