11 ცუდი თვისება თქვენი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის - Marao

11 ცუდი თვისება თქვენი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის

2016-05-16 13:08:28+04:00

ჟურნალმა Time-მა ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევების სია გამოაქვეყნა. გამოასწორეთ ისინი, რათა ბედნიერი ცხოვრება დაიწყოთ.

1. მოხრილი დადიხართ

მიჩნეულია, რომ სიარულის მანერა განწყობაზეა დამოკიდებული და პირიქით, განწყობა სიარულზეა დამოკიდებული. კვლევამ დაადგინა, რომ თუ ადამიანი მხრებში მოხრილი დადის და ხელებს მინიმალურად ამოძრავებს, სწრაფად ვარდება დეპრესიაში. ასეთ დროს ტვინი ნეგატიურად უფრო აზროვნებს, ვიდრე პოზიტიურად.

ასე რომ, ასწიეთ ნიკაპი, გასწორდით მხრებში და ჩვეულებრივზე მეტად აუჩქარეთ ნაბიჯს. ცოტა ხანში ასეთი სიარულის მანერა ჩვეულებაში გადაგივათ.

2. ყველაფერს უღებთ ფოტოს

ფოტოს დედოფლებო, ფსიქოლოგები გირჩევენ, ყველაფერს კი არ გადაუღოთ ფოტო, დაიმახსოვროთ და დატკბეთ მომენტით. ექსპერტებმა გამოიკვლიეს ადამიანები, რომლებიც მუზეუმში ფოტოებს იღებდნენ და დაადგინეს, რომ ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ბევრ ფოტოს იღებს, ნაკლებ სიამოვნებას განიცდის მუზეუმის დათვალიერებით, ვიდრე ის, ვინც ექსპონატებს ინტერესით აკვირდება.

ეცადეთ, სანამ ფოტოს გადაიღებდეთ, დატკბეთ მომენტით, დაინახოთ პეიზაჟის, ექსპონატის სილამაზე - გვირჩევს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი დედლი კლეი.

3. ნერვულად რეაგირებთ ხულიგნების გამოხდომებზე

დაცინვა მხოლოდ სკოლაში არ ხდება, იგი გრძელდება სამსახურში - კოლეგების მხრიდან, ქუჩაში - გარშემო მყოფების მხრიდან და ასე დაუსრულებლად. ხულიგნები ცდილობენ, სხვების დამცირებით თავად უკეთესები გამოჩნდნენ.

როგორ გამოასწოროთ სიტუაცია? არ მოითმინოთ. მართალია, ოფისში მუშტი-კრივის გამართვას არ გირჩევთ, მაგრამ ბოროტ ხუმრობაზე რეაგირებას თუ არ მოახდენთ, ხულიგნისთვის მუდმივი სამიზნე გახდებით.

4. არ ვარჯიშობთ

თუ კვირაში სამჯერ ვარჯიშობთ, დამთრგუნველი შეგრძნება 19 პროცენტით შეგიმცირდებათ. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 50 წელს გადაცილებულმა 11 ათასმა ადამიანმა. დადგინდა, რომ დეპრესიული სიმპტომები უჩნდებათ მათ, ვინც არ ვარჯიშობს და არც ფიზიკური აქტივობითაა დაკავებული.

ადამიანი ყოველდღიურად უნდა ვარჯიშობდეს, ფეხით დადიოდეს. ლიფტი შეცვალეთ კიბეზე სიარულით, მანქანა ოფისიდან მოშორებით დააყენეთ, რათა 5-10 წუთი ფეხით გაიაროთ.

5. ხვალ-ზეგ

ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. იყავით მეტად აქტიური და გქონდეთ პასუხისმგებლობის შეგრძნება.

6. ტოქსიკური ურთიერთობა გაქვთ

დეპრესიაში შეიძლება ჩაგაგდოთ იმ ფაქტმა, რომ ვერ ხვდებით, რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში. თქვენი მეორე ნახევარი მეტად ეგოისტურად იქცევა, ბრალს გდებთ არაკომპეტენტურობაში. ასე მოხდება მანამ, სანამ სიტუაციაში არ გაერკვევით.

7. არ იცინით

მრავალი კვლევით დადგინდა, რომ სიცილი ნამდვილად აბედნიერებს ადამიანს. ეძიეთ კარგი იუმორი, ხუმრობა, დაუმეგობრდით მხიარულ ადამიანებს.

8. გამოუძინებელი ხართ

კომენტარი ზედმეტია. ყველამ იცის, რომ ქრონიკული გამოუძინებლობა ადამიანს აუბედურებს.

9. არ გაქვთ დრო საკუთარი თავისთვის

სამსახური, ქმარი, შვილები, საოჯახო საქმეები... იცლით 10 წუთი მაინც საკუთარი თავისთვის? აუცილებლად შესასრულებელ საქმეთა სიაში გამონახეთ 10 წუთი საკუთარი თავისთვის.

10. არავისთან საუბრობთ

არ მისწეროთ ჩატში მეგობარს, თუ მასთან მობილურით შეგიძლიათ დალაპარაკება ან უკეთესი - პირისპირ საუბარი. გამონახეთ კვირაში ერთი დღე მაინც, რათა შეხვდეთ მეგობრებს.

11. ცხოვრება არ წარმოგიდგენიათ მობილურის გარეშე

კვირაში ერთხელ რაღაც პერიოდის განმავლობაში გამორთეთ მობილური, სმარტფონი, დაასვენეთ ტვინი.