აბუსალათინის ზეთი დადებითად ზემოქმედებს თმის ფოლიკულებზე და ასტიმულირებს მის აქტიურ ზრდას. შეიტყვეთ ჩვენი სტატიიდან, თუ როგორ მოუაროთ თმას ამ საშუალების დახმარებით.
აბუსალათინის ზეთი გრძელი წამწამებისთვის
წაისვით ზეთი ძილის წინ. გამოიყენეთ ძველი ტუშის ფუნჯი. კარგად გარეცხეთ ფუნჯი, მაკიაჟი მოიცილეთ და თხელი ფენა წაისვით წამწამებზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა ერთი თვის მანძილზე და არაჩვეულებრივ შედეგს მიიღებთ.
სქელი წარბისთვის

ზეთის წასმამდე, კარგად მოიცილეთ მაკიაჟი. წაისვით თხლად, დილით კი ჩამოიბანეთ. სასურველ შედეგს ერთ თვეში მიიღებთ.
თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

გამოყენებამდე შეათბეთ აბუსალათინის ზეთი წყლის აბაზანაზე, შემდეგ შეურიეთ 1 ს.კ. თმის ბალზამი და 1 ს.კ. პილპილის ნაყენი. კარგად შეიზილეთ თმის ძირებში.
დაიფარეთ პოლიეთილენის ქუდი და შეიხვიეთ პირსახოცით. გაიჩერეთ ნახევარი საათით და კარგად დაიბანეთ თავი. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ, 3 თვის განმავლობაში.