მავნე საკვები, არასწორი ცხოვრების წესი, უმოძრაობა - ყველაფერი ეს კანქვეშა ცხიმის წარმოქმნას იწვევს და ეს არა მხოლოდ გარეგნობასთან დაკავშირებულ კომპლექსებს იწვევს, არამედ ჯანმრთელობის პრობლემებსაც.
რა თქმა უნდა, წონაში ჯანმრთელად კლება – ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც დაბალანსებული კვების რეჟიმი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა სჭირდება... თუმცა, არსებობს საშუალებები, რომლებიც აჩქარებს ზედმეტ წონასთან ბრძოლის პროცესს.
როგორ დავიკლოთ წონაში 2 კვირაში
ინგრედიენტები:
200 მლ ვაშლის ძმარი;
3 ცალი ლეღვის ჩირი.
მომზადების წესი და გამოყენება:
დაჩხვლიტეთ ხის ჩხირით ლეღვის ჩირი და მოათავსეთ ისეთ ჭურჭელში, რომელსაც თავსახური ჰერმეტულად ეხურება.
დაასხით ჩირს ვაშლის ძმარი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ მთელი ღამით.
მეორე დღეს გაწურეთ ლეღვი და მიირთვით უზმოზე, ნახევარ საათში ისაუზმეთ. საღამოს დარჩენილ ძმარში 3 ახალი ჩირი მოათავსეთ.
ძმრის მოცემული რაოდენობა ერთი კვირა გეყოფათ. მე-8 დღეს მოამზადეთ ახალი ულუფა. დაასხით ჩირებს 200 მლ ვაშლის ძმარი. განაგრძეთ კურსი კიდევ 7 დღე.

ამ რეცეპტით არა მხოლოდ დააჩქარებთ მეტაბოლიზმს და გაიწმენდთ ორგანიზმს, არამედ მიიღებთ იმ აუცილებელი ვიტამინების ულუფას, რომლებითაც მდიდარია ლეღვის ჩირი.