ჩვენთვის ლიმონის კრემი ეგზოტიკაა, მაშინ, როცა ამერიკაში მას საუკუნეებია, რაც ამზადებენ. კრემს იქ მიირთმევენ ფუნთუშებთან, იყენებენ ტორტებისა და ნამცხვრების გულსართად. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ლიმონის კრემი შესანიშნავი საშუალებაა გაციების დროს.
მოგეხსენებათ, ლიმონის ცედრა იმაზე მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე რბილობი. სწორედ ამიტომაც არის ლიმონის კრემი #1 საშუალება გაციების დროს! ამასთან, ლიმონი ააქტიურებს ღვიძლის მუშაობას და მოქმედებს, როგორც ანტისეპტიკი - ანეიტრალებს ბაქტერიებს საშარდე გზებში.
გთავაზობთ ძალიან სასარგებლო ლიმონის კრემის რეცეპტს.
როგორ მოვერიოთ სწრაფად გაციებას
ინგრედიენტები:
- 4 ლიმონი
- 4 კვერცხი
- 200 გრ შაქარი
- 40 გრ კარაქი

მომზადების და გამოყენების წესი:
- კარგად გარეცხეთ ლიმონი.
- გახეხეთ 2 ლიმონის ცედრა და შეურიეთ შაქარს.
- გამოწურეთ 4 ლიმონისგან წვენი და დაუმატეთ ისიც შაქრიან და ლიმონის ცედრიან მასას. ყველაფერი კარგად აურიეთ.
- ათქვიფეთ ჩანგლით 4 კვერცხი და დაუმატეთ შაქრიან და ლიმონიან მასას. გააჩერეთ 30 წუთი.
- შემდეგ გაწურეთ მასა და ჩაასხით ქვაბში.
- დაუმატეთ კარაქი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 3-5 წუთის განმავლობაში.
- გაანაწილეთ მომზადებული კრემი ქილებში და შეინახეთ მაცივარში.
- მიიღეთ 100 გრ ლიმონის კრემი დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. 2 დღეში მოგეხსნებათ გაციების ძირითადი ნიშნები!