მარწყვი სასარგებლო კენკრაა. იგი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ათეთრებს კბილებს. სახის კანისთვის საუკეთესოა ნიღაბი მარწყვის დამატებით.
თუმცა, სასარგებლოა არა მარტო მარწყვი, არამედ მისი ჯამის ფოთოლი. აი, რამდენიმე რეცეპტი.
1. მარწყვის კუდების ჩაი
გამშრალი ფოთლები ჩაისავით მოადუღეთ. მიღებულ ნაყენს აქვს ისეთივე დამამშვიდებელი ეფექტი, როგორიც პიტნის ჩაის. იგი სასარგებლოა მათთვის, ვისაც თირკმელში კენჭები დაუგროვდა.
2. მარწყვის ჯამის ფოთლის ნაყენი
1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ჯამის ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. წამოადუღეთ და გააჩერეთ. ონკოდაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს უნდა დალიოთ დღეში სამი ჭიქა ნაყენი.
3. მარწყვის კუდები სილამაზისთვის
დააბლენდერეთ ნედლი კუდები და წაისვით სახეზე. კანი გაგიახალგაზრდავდებათ, ნაოჭები - გაგიქრებათ.
4. ჯამის ფოთლები თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
შვრიის ფანტელსა და დაბლენდერებულ ჯამის ფოთლებს დაასხით წყალი, ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. წაისვით თმაზე კვირაში სამჯერ, გაიჩერეთ 30 წუთი. თმა შეწყვეტს ცვენას, გაძლიერდება, დაიბრუნებს ბზინვარებასა და მოცულობას.
5. მარწყვის კუდები დიაბეტის წინააღმდეგ
მოადუღეთ კონცენტრირებული ნაყენი. მიიღეთ 1 ჭიქა ყოველი ჭამის შემდეგ. იგი დაგირეგულირებთ შაქარის დონეს სისხლში.
დაბოლოს, ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ აუცილებლად სცადეთ მარწყვის სალათებში დამატება. განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს იგი მწვანილეულის სალათას.