ქოქოსის ზეთისა და საკვები სოდის ნარევით სახის დაბანის შემდეგ კანის პრობლემებს დაემშვიდობეთ! - Marao

ქოქოსის ზეთისა და საკვები სოდის ნარევით სახის დაბანის შემდეგ კანის პრობლემებს დაემშვიდობეთ!

2016-05-27 14:22:41+04:00

დღეს ჩვენ საოცარი კოსმეტიკური საშუალების რეცეპტს გაგანდობთ, რომელიც ღრმად წმენდს ფორებს და დაგეხმარებათ გამონაყარისგან გათავისუფლებაში. გარდა ამისა, ამ ორი ინგრედიენტის კომბინაცია ეფექტურად ასწორებს ნაოჭებს.

სახის დასაბანი საშუალება ორი მძლავრი კომპონენტისგან შედგება: ქოქოსის ზეთისა და საკვები სოდისგან.

გამწმენდი საშუალების რეცეპტი

ინგრედიენტები:

• 1 ჩ.კ. საკვები სოდა

• 2 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი

მომზადების წესი:

მომცრო თასში შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვარი მასის მიღებამდე. წაისვით პასტა კანზე და ნაზად შეიზილეთ. გაიჩერეთ 5 წუთით.

ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.