როგორ მოვამზადოთ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყვავილოვანი კომბოსტო - Marao

როგორ მოვამზადოთ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყვავილოვანი კომბოსტო

2016-05-28 15:04:06+04:00

თუნდაც დიდად არ გიყვარდეთ კერძები ყვავილოვანი კომბოსტოსგან, აუცილებლად გასინჯეთ ეს ბოსტნეული ახალი რეცეპტით.

ყველიან საფანელში ამოვლებული დაბრაწული ყვავილოვანი კომბოსტო – შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ!

ინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო 1 თავი
  • კვერცხი 3 ცალი
  • ფქვილი 3 ს/კ
  • ზეთი შესაწვავად
  • საფანელი 1 ჭიქა
  • გახეხილი ყველი 50 გ
  • კარის ფხვნილი (ცურრყ) 1/2 ჩ/კ
  • მარილი

მომზადება:

არეცხეთ კვავილოვანი კომბოსტო და დაყავით ყვავილედებად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და დადგით ცეცხლზე. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაშI, შემდეგ კი გადაიტანეთ საწურზე.

ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი კარისთან ერთად, დაუმატეთ მწიკვი მარილი და ფქვილი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ საფანელი და გახეხილი ყველი.

ყვავილოვანი კომბოსტოს თითოეული ყვავილედი ამოავლეთ კვერცხის კლიარში, შემდეგ კი ყველიან საფანელში. შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე ზომიერი რაოდენობის ზეთში, ყველა მხრიდან.