7 შეკითხვა, რომელზეც მამაკაცები გულახდილად არასოდეს პასუხობენ - Marao

7 შეკითხვა, რომელზეც მამაკაცები გულახდილად არასოდეს პასუხობენ

2020-09-26 15:21:56+04:00

ქალები ხშირად უსვამენ მამაკაცებს უხერხულ შეკითხვებს. არა იმიტომ, რომ ძალიან მოგვწონს ეს, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად მათ სიტყვას ვერ დააცდენინებ! მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ზოგიერთ შეკითხვას მამაკაცები გულახდილად არასოდეს პასუხობენ. აი, მაგალითად:

როგორ გამოვიყურები?

არ იტყუება, როდესაც გპასუხობთ: "შესანიშნავად!" ის სწორედ ასე ფიქრობს. პრობლემა იმაშია, რომ, სავარაუდოდ, არც კი შემოგხედავთ.

Image result for dean winchester gif

რაზე ფიქრობ?

მამაკაცს არ შეუძლია გიპასუხოთ, თუ რაზე ფიქრობს, სანამ აზრი დასრულებული არაა. და ვერც დასრულდება, რადგან ეს პროცესი შეკითხვით შეწყვიტეთ. ასე რომ, ის არაფერზე ფიქრობს - ასეთი იქნება პასუხი. და ეს სიმართლეს შეესაბამება. მაგრამ ხომ გსურდათ გაგეგოთ, რაზე ფიქრობს? სწორი ფორმულირება მიეცით შეკითხვას.

სად იყავი?

არა, მას არ სურდა თქვენი შეგნებულად მოტყუება, უბრალოდ, ეს არის რეფლექსი. შეკითხვა მაგიურია: მას უმალვე თინეიჯერად აქცევს, თქვენ კი მკაცრ დედიკოდ. გასაკვირი არაა, რომ მისგან ავტომატურად ტყუილს მოისმენთ.

Image result for dean winchester gif

დღემ როგორ ჩაიარა?

"ნორმალურად" - ყველაზე ხშირი პასუხი. ტყუილია, მაგრამ რას ვიზამთ.

ხელს ხომ არ გიშლით?

ოჰ, არა, რა თქმა უნდა, არ გვიშლი. მოდი, დაჯექი, ლუდი დაისხი, თევზიც აქ არის - მიირთვი! გიო, სწორედ ახლა აპირებდა, მოეყოლა, როგორ ჩაიარა გუშინდელმა გამოფენამ. ხომ, გიო?

Image result for dean winchester gif

ეს კაბა ხომ არ მასუქებს?

ტექნიკური პასუხი "არა, რას ამბობ!" - ტყუილიც კი არ არის. გასუქებს საჭმელი და არა კაბა.

ვერაფერს ამჩნევ?

ჟღერს, როგორც "კრეტინი ხომ არ ხარ შემთხვევით?". ასე რომ, ის შეშფოთებული გიპასუხებთ: "რა თქმა უნდა, ვამჩნევ!", თუნდაც უსათვალოდ საკუთარ ხელსაც კი ვერ ხედავდეს.

Image result for dean winchester gif

რამდენი გოგო გყავდა?

თავად გიპასუხიათ შეკითხვაზე: "რამდენი მამაკაცი გყოლია" გულწრფელად? ჰოდა...