"შლოპანსები" ძალზე მოსახერხებელი ფეხსაცმელია, მაგრამ სამწუხაროდ, კომფორტს თავისი საფასური გააჩნია... საზაფხულო ფეხსაცმელი საშიშროებას მალავს, რომელზეც დღეს ჩვენს სტატიაში გაგაცნობთ.
საზიანო ფეხსაცმელი - რას იწვევს ის!
ტკივილი მუხლებსა და წელის არეში
თუ "შლოპანსებს" დღეში 1 საათზე მეტ ხანს ატარებთ, ზურგისა და ფეხის სახსრებში ტკივილის წარმოქმნის რისკი ჩნდება. საქმე იმაშია, რომ მსგავს ფეხსაცმელს სუპინატორი არ გააჩნია, რომელიც ფეხისგულებს სათანადო საყრდენს აძლევს.
დატვირთვა ძვლებზე
თხელ და ბრტყელ ლანჩას ცუდი ამორტიზაცია აქვს, ეს კი სიარულის დროს ფეხებისთვის საზიანოა. ქუსლი ასფალტს ეხება, ფეხსაცმელი ყოველი ნაბიჯის გავლისას მტკივნეულად ურტყამს ფეხისგულზე.
დაუცველობა სიარულის დროს
ღია ფეხსაცმელი არ იცავს ფეხებს, ამიტომაც მისი ტრავმირების საშიშროება კენჭებით ან მინის ნამსხვრევით ძალზე მაღალია.
ინფექციის რისკი
ბებერები და კანის დაზიანება, რასაც "შლოპანსებით" სიარული იწვევს, შესაძლოა ორგანიზმის ინფიცირების მიზეზი გახდეს. კანის მიკრონაპრალებში ბაქტერიები და ვირუსები იოლად აღწევს და ხვდება სისხლში.
"შლოპანსების" ტარება შეიძლება მხოლოდ პლაჟზე და აუზთან, ქალაქში და შინ - არასოდეს! ეცადეთ, დღეში მხოლოდ 1 საათი იაროთ საზაფხულო ფეხსაცმლით. არსებობს ორთოპედიული საზაფხულო ფეხსაცმელები, თუმცა მათი ფასი საკმაოდ მაღალია.