ნაოჭების საწინააღმდეგო უამრავი კოსმეტიკური საშუალება არსებობს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ისინი ხშირად არაეფექტური და ძვირად ღირებულია.
მაგრამ არსებობს საშუალება, რომელიც შესანიშნავად ებრძვის ნაოჭებს. ეს გახლავთ ვაზელინი, რომელსაც უამრავი ჰოლივუდელი დივა იყენებდა, მათ შორის, მერილინ მონრო და ჯენიფერ ენისტონი.
ვაზელინი ნაოჭების საწინააღმდეგოდ
ნაოჭები ხშირად მშრალი კანის მიზეზით ჩნდება, ამიტომაც სპეციალისტები დამატენიანებელი კრემის ხშირად გამოყენებას გვირჩევენ. ვაზელინი კი ამ ამოცანას შესანიშნავად ართმევს თავს.
იგი კანს არბილებს და ელასტიურს ხდის, ეწინააღმდეგება ნაოჭების წარმოშობას ნაადრევ ეტაპზე. ასევე იგი ქმნის დამცავ ფენას კანზე, რათა მასში ჭუჭყი არ შეიჭრას.
მკვებავი და დამატენიანებელი თვისების წყალობით, ვაზელინი ხელს უშლის კანის გამოშრობას. ღრმა ნაოჭების მოცილება ძალზედ რთულია, მაგრამ ვაზელინის დღეში 2-ჯერ გამოყენებით, ახალი ნაოჭების წარმოქმნას შეუშლით ხელს.