თმის ცვენა სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება: სტრესს, ორსულობას, მენოპაუზას, წონაში კლებას და ა.შ.
მაგრამ თმის ცვენის პროცესის დაჩქარების მიზეზი სხვა რამეც შეიძლება გახდეს. სტრესი იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს და ხელს უწყობს თმის ცვენას.
გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც გაგათავისუფლებთ ამ პრობლემისგან.
როგორ მოვამზადოთ თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი სახლის პირობებში?
პირველ რიგში, უნდა შეიძინოთ ნეიტრალური рН შემცველობის ბუნებრივი შამპუნი. გამოგადგებათ ასევე საბავშვო შამპუნი.
დაამატეთ როზმარინის ეთერზეთი. ის იდეალურია თავის კანთან სისხლის მიდინების გასაზრდელად, რაც თმის სიმყარეს უზრუნველყოფს. ასევე დაგჭირდებათ ლიმონის ეთერზეთი, რომელიც შესანიშნავი ანტისეპტიკოსია.
და მესამე ინგრედიენტი - 2 წვეთი Е ვიტამინი, რომელიც ძალზე სასარგებლოა თმის ცვენის დროს. მას შეუძლია ამ საშინელი პროცესის შეჩერება.
შამპუნის რეცეპტი
მომზადების წესი:
10-10 წვეთი როზმარინისა და ლიმონის ეთერზეთი დაუმატეთ შამპუნში, შემდეგ Е ვიტამინის 2 კაფსულა. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.
გამოყენების წესი:
მნიშვნელოვანია ამ შამპუნის ყოველ მეორე დღეს გამოყენება. წაისვით თმაზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში კარგად შეიზილეთ. გაიჩერეთ 10 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ - რამდენიმე კვირის შემდეგ შენიშნავთ, რომ თმამ ზრდა დაიწყო და აღარ გცვივათ!