ვარსკვლავების მაკიაჟის თემა უამრავ ქალს აღელვებს. როგორ ახერხებენ ცნობილი ადამიანები, გამოიყურებოდნენ ასე უბადლოდ? მათ გარეგნობაზე პროფესიონალი სტილისტები ზრუნავენ. კარგია, რომ ზოგიერთი მათგანი გვიმხელს უზადო მაკიაჟის საიდუმლოებებს. ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე გეგონათ...
ვარსკვლავური მაკიაჟი
მაკიაჟის მთავარი მომენტი გახლავთ - სახის კონტურის მონიშვნა და ყვრიმალების გამოკვეთა. საჭიროა თმის ზრდის ხაზზე და ნიკაპის ქვეშ "ბრონზერის" წასმა, ასევე, ყვრიმალებსა და ცხვირის გვერდების ზედაპირზე. ამის წყალობით სახე უფრო გამხდარი ჩანს.

იმისათვის, რომ სახე ბუნებრივად გამოიყურებოდეს, საჭიროა მაკიაჟში პუდრისა და ჰაილაიტერის შეთავსება. ეს კანს გააცოცხლებს!
ჰაილაითერი ვერტიკალურად უნდა წაისვათ. დაიწყეთ შუბლის შუა ნაწილიდან, დაამატეთ ცოტაოდენი "გლოსი" ტუჩის ზედა კუთხეებში და ნიკაპის შუაში.
იდეალურია!

მკვეთრი ფერის პომადა ორ ფენად წაისვით. პირველი ფენა - თხელი, შემდეგ წაისვით პუდრი თხელი ხელსახოცის მეშვეობით, მერე კი პომადის მეორე ფენა.
ამგვარად პომადა დიდხანს გაძლებს.
პროცედურამდე გააცხელეთ წამწამების ასაპრეხი საშუალება თმის საშრობით - საოცარი ეფექტია!
ნუ დაივიწყებთ თავის მოვლის ნატურალურ საშუალებებს

ქოქოსისა და ავოკადოს ზეთს საოცარი ზემოქმედება შეუძლია თქვენს კანსა და თმაზე. კიმ კარდაშიანი ამ საშუალებების გამოყენებას ურჩევს მათ, ვინც სილამაზეზე ზრუნავს და მომავალზე ფიქრობს: ეს პროდუქცია კანის ახალგაზრდობას ახანგრძლივებს.