ბრიტანელმა მეცნიერებმა თმის უამრავი საღებავის კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ პოპულარული საღებავების უმეტესობა კიბოს იწვევს. გამოკვლეული 100 პაციენტიდან 87-ს სარძევე ჯირკვლების კიბო დაუდგინდა.
თმის შესაღებად ნატურალური ინგრედიენტის გამოყენებას გთავაზობთ. მართალია, შედეგი ისეთი ხანგრძლივი არ იქნება, მაგრამ თმა აღარ დაზიანდება; თავადაც ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ. კიბოს ინსტიტუტის მეცნიერების თქმით, პოპულარული საღებავები 5000 ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა უმეტესობაც კანცეროგენია.
ყავას აქვს სასარგებლო თვისებები; თმას მიანიჭებს ბზინვარებასა და სასურველ ფერს. ამასთანავე, აჩქარებს მის ზრდას.
როგორ გამოვიყენოთ ყავა თმის შესაღებად:
მოადუღეთ ესპრესოს მსგავსი ძლიერი ყავა. გააგრილეთ. ერთმანეთს შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ნატურალური, დაფქული ყავა და 2 ჭიქა თმის კონდიციონერი. კარგად მოურიეთ, დაუმატეთ გაგრილებული ყავა. თმის საღებავი მზადაა. მიიღებთ ლამაზ, შოკოლადისფერ თმას.
ყავის ნაყენი თმისთვის
დაიბანეთ თმა შამპუნით და შემდეგ ყავით. გაიჩერეთ ყავა თმაზე 20 წუთი. გადაივლეთ თმაზე ვაშლის ძმარი, რათა თმამ ფერი უკეთ შეინარჩუნოს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
შეიძლება სასურველი თმის ფერი პირველივე ჯერზე ვერ მიიღოთ, მაგრამ პროცედურა შეგიძლიათ რამდენიმე დღეში გაიმეოროთ და სხვაობას აუცილებლად შეამჩნევთ.