საქართველოში ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებს. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რადგან მატულობს მომხმარებლების რაოდენობა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში დღეს 70-ზე მეტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
ხშირად ჩნდება კითხვა, რა არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმატების მიზეზი, რატომ გახდა სწრაფი sesxebi ასეთი პოპულარული?
რეალურად, მათ წარმატებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი სესხის აღების გამარტივებული გზაა.
ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს გაუთვალისწინებელი სიტუაცია, რომელიც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი თანხის დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სწრაფად და მარტივად მიღებაა, რაც ამგვარი სიტუაციების სამართავად ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი ასეთ შემთხვევაში ზოგავს დროს, რადგან სესხის მიღება სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით არის შესაძლებელი და თანხის დარიცხვას მომხმარებლის ანგარიშზე 15-დან 30 წუთამდე სჭირდება.
როგორც ვიცით, ბანკები სესხებთან მიმართებაში ძალიან მომთხოვნები არიან. მიკროსაფინანსოების უპირატესობა ამ მხრივ ის არის, რომ ისინი ყოველგვარი თავდებისა და გირაოს გარეშე, პერსონალური მონაცემების და თვიური შემოსავლის საფუძველზე გასცემენ სესხს.
ამისათვის საჭიროა შეარჩიოთ სასურველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, შეხვიდეთ მათ ვებგვერდზე, დარეგისტრირდეთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და შევსებიდან რამდენიმე წუთში თანხა თქვენს საკუთარ ანგარიშზე აისახება.
რაც შეეხება ვებგვერდის მოხმარებას, იგი მაქსიმალურად მარტივი, პრაქტიკული და გასაგებია ყველა მომხმარებლისთვის.
მიკროსაფინანსოების წარმატებისა და პოპულარობის გარანტად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს პირველადი უპროცენტო სესხი, რომელსაც თითქმის ყველა მიკროსაფინანსო სთავაზობს მომხმარებელს. როდესაც ადამიანი პირველად სარგებლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომსახურებით, ის თავად წინასწარ შერჩეულ ვადაში, აბრუნებს იმავე თანხას, რაც გამოიტანა. ხოლო ყოველ მეორე და მომდევნო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი სესხის ხანგრძლივობის მიხედვით წესდება – რაც უფრო გრძელვადიანია სესხი, მით უფრო დაბალია საპროცენტო განაკვეთი.
როგორც საბანკო მომსახურების დროს, მიკროკრედიტით სარგებლობისას მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაში აისახება ინფორმაცია მის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. ზოგ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს სესხის დაბრუნებას მოცემულ ვადებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გააჩნია კიდევ ერთი, მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხერხი, რათა საკრედიტო ისტორიის გაუარესების გარეშე დაფარონ სესხი მათთვის სასურველ და მოსახერხებელ ვადებში.
კერძოდ, მიკროსაფინანსო სთავაზობს მათ გადავადების სერვისს, რომელიც გულისხმობს, რომ მომხმარებელს შეუძლია თანხის დაბრუნების ვადები, მცირე თანხის საფასურად, გაზარდოს სასურველი დროით. მაგალითად, ერთი-ორი კვირით, ერთი თვით ან უფრო მეტი დროით, რაც შეიძლება ითქვას, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმატების კიდევ ერთი მიზეზია.

სტატიის საინფორმაციო პარტნიორია საიტი: http://sesxebi365.com/
R