სახის ნატურალური სკრაბი სილამაზის ექსპერტისგან! შედეგი 15 წუთში - Marao

სახის ნატურალური სკრაბი სილამაზის ექსპერტისგან! შედეგი 15 წუთში

2019-05-21 12:00:13+04:00

მოვლილი და ლამაზი მხოლოდ მუდმივად განახლებადი კანი შეიძლება იყოს. დღეს შემოგთავაზებთ კანის სკრაბის რეცეპტს, რომელიც სილამაზის სფეროში ნამდვილ ექსპერტს ეკუთვნის.

С ვიტამინისა და ხილის მჟავების მაღალი შემცველობა - აი, რა არის ამ მარწყვის პილინგის ეფექტურობის საიდუმლო!

სახის სკრაბი სახლის პირობებში

საჭირო მასალა

  • მარწყვი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. ნუშის, ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი

გამოყენების წესი

  1. დააქუცმაცეთ მარწყვი, დაჭყლიტეთ ზეთთან და შაქართან ერთად.
  2. შეიზილეთ კანში 5 წუთის განმავლობაში.
  3. დაიბანეთ სახე გრილი წყლით.
  4. ეს სკრაბი უნდა წაისვათ სუფთა კანზე. პროცედურის დასრულების შემდეგ დამატენიანებელი კრემიც კი საჭირო არ არის: თუ ნუშის ზეთს გამოიყენებთ, სახე საგრძნობლად გაახალგაზრდავდება და ღრმად დატენიანდება.