მხოლოდ და მხოლოდ შეცვალეთ ვახშამი და დაიკელით წონაში მინიმუმ 4 კგ! - Marao

მხოლოდ და მხოლოდ შეცვალეთ ვახშამი და დაიკელით წონაში მინიმუმ 4 კგ!

2016-06-29 14:40:03+04:00

ვახშამი ძალზე მნიშვნელოვანია წონაში დაკლების მსურველთათვის. ნივთიერებათა ცვლა საღამოსკენ ნელდება და ყველაფერი ზედმეტ ცხიმად იქცევა!

ამიტომაც გთავაზობთ ისეთი ვახშმის მაგალითებს, რომლებიც დაგანაყრებთ და წონაში არ მოგამატებინებთ.

1. შესანიშნავი ვარიანტი - კვერცხის ომლეტი და ბოსტნეულის სალათა

აიღეთ 3 კვერცხის ცილა და 1 გული. ბოსტნეულის ფურცლებისგან დამზადებული სალათა - საუკეთესოა.

2. ხაჭოს სალათა

5%-იანი ხაჭო და 100 გრ კიტრი ან წითელი ბულგარული წიწაკა, პომიდორი, მწვანე ხახვი შეურიეთ და შეკაზმეთ უცხიმო კეფირით.

3. შემწვარი ქათმის გულ-მკერდი ბოსტნეულით

დაჭერით სიგრძეზე ქათმის გულ-მკერდი, მოაყარეთ მარილი და სუნელები. დაბეგვეთ. შემდეგ დაჭერით ბოსტნეული: წიწაკა, პომიდორი და ყაბაყი. შეახვიეთ ფოლგაში ყველა ინგრედიენტი და შედგით აირღუმელში 20-30 წუთით 180 გრადუსზე.

რჩევა: ივახშმეთ ძილის წინ 3 საათით ადრე!