რამდენიმე უცნობი ფაქტი ადამიანის თვალების შესახებ - Marao

რამდენიმე უცნობი ფაქტი ადამიანის თვალების შესახებ

2016-07-08 16:10:09+04:00

თვალები გახლავთ ორგანო, რომლის წყალობითაც სრულფასოვანი ცხოვრების, სამყაროს საოცრებებით ტკბობისა და სოციუმთან ურთიერთქმედების საშუალება გვეძლევა.

ჩვენ გვესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ორგანო, მაგრამ იშვიათად ვუფიქრდებით, თუ რატომ ვახამხამებთ თვალებს, მიეწოდება თუ არა რქოვანას სისხლი და სხვა საინტერესო ფაქტებს...

ფაქტები თვალებზე

ადამიანის თვალი 10 მილიონზე მეტ ფერს აღიქვამს.

თვალის რქოვანა გახლავთ ადამიანის ერთადერთი ორგანო, რომელსაც სისხლი არ მიეწოდება. ჟანგბადს ფუნქციონირებისთვის უშუალოდ ჰაერიდან იღებს.

თვალი - მაღალსიჩქარიანი კომპიუტერია. გამოთვლილია, რომ თვალის "ოპერატიული მეხსიერება" საათში 36 ბიტ ინფორმაციას ამუშავებს.

თვალის ბადურა ინფორმაციას უკუღმა აღიქვამს, შემდეგ კი ტვინი აყენებს თავის ადგილზე გარესამყაროს გამოსახულებას.

ბადურას წითელი, ლურჯი და მწვანე რეცეპტორები აქვს, მაგრამ წითლის გარჩევა არ შეუძლია. ისევ და ისევ ტვინი იღებს ამ ვალდებულებას და ყვითელ-მწვანე და ლურჯ-მწვანე ფერთა გამის წითლად ტრანსფორმირებას ახდენს.

ადამიანის სიცოცხლის პირველ წელს მისი თვალის ფერი შესაძლოა შეიცვალოს.

მწვანე თვალები - ყველაზე იშვიათია.

თავდაპირველად, ადამიანის თვალის ფერი ყავისფერი იყო, ცისფერი თვალები დაახლოებით 6000 წლის წინ მუტაციის შედეგად წარმოიშვა.

ადამიანის ცრემლი შემადგენლობით განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რითია ის გამოწვეული (სიხარული, მწუხარება თუ გაღიზიანება).

და კიდევ, ჩვენი თვალები ნაცრისფერის 50 ათას ელფერს არჩევს.