ყოველდღიურად ათასობით რეკლამას ვისრუტავთ: გვთავაზობენ საშუალებებს, რომლებიც თითქოსდა ათეთრებს კბილებს, სპობს კარიესს და მკურნალობს ღრძილებს.
საქმე იმაშია, რომ ყველა ეს კბილის პასტა ქიმიური ნივთიერებებისგან არის დამზადებული და არავინ აცხადებს ჯანმრთელობის საფრთხეებზე.
გთავაზობთ ნატურალური კბილის პასტის რეცეპტს, რომელიც პოპულარულია ტიბეტელ ბერებში.
კბილის მათეთრებელი
ინგრედიენტები:
• 1 ს.კ. საშუალოდ დაფქული ზღვის მარილი
• 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი
მომზადების წესი:
ჩაყარეთ მარილი მდუღარე წყალში და კარგად მოურიეთ.
მოხსენით კოვზით ქაფი. გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.
კბილების გასაწმენდად, კბილის ჯაგრისს მოაყარეთ ზღვის მარილის კრისტალები და ჩვეულებისამებრ გაიხეხეთ. პირის ღრუში მომზადებული მარილის ხსნარი გამოივლეთ.
თავდაპირველად გარკვეულ დისკომფორტს იგრძნობთ, მაგრამ რამდენიმე პროცედურის შემდეგ ეს შეგრძნება ქრება. ეს პროცედურა სპობს ყველა პათოგენურ მიკროორგანიზმს პირის ღრუში და მოკლე დროში ამყარებს კბილის ემალს.