როგორ მოვიშოროთ გულძმარვა სწრაფად წამლების გარეშე - Marao

როგორ მოვიშოროთ გულძმარვა სწრაფად წამლების გარეშე

2016-07-11 14:41:44+04:00

თუ გულძმარვა გაწუხებთ, პირველ რიგში, კარდიოლოგს უნდა გაესინჯოთ! საოცარი ფაქტია: ხშირად, შეგრძნებები, რომლებიც სტენოკარდიისას ჩნდება, ერევათ გულძმარვაში, ეს კი სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

ასევე, არ არის სასურველი გულძმარვის საწინააღმდეგო პრეპარატების ხშირად მიღება. ჩვენ გთავაზობთ ალტერნატიული, ნატურალური საშუალების რეცეპტს, რომელიც ეფექტურობაში აფთიაქის პრეპარატებს არ უდებს ტოლს.

როგორ ვუშველოთ გულძმარვას

გახეხეთ ნიგოზი ან ნუში. საკმარისია მხოლოდ 1 ს.კ. და გულძმარვა გაქრება!

უზმოზე მირთმეული 1 თეფში წიწიბურა დაგიცავთ გულძმარვისგან მთელი დღის განმავლობაში.

ზოგიერთს მცენარეული ზეთი ეხმარება. გულძმარვის შეტევის დროს მიიღეთ 1 ჩ.კ. ზეთი.

სტაფილო, ვაშლი, გოგრის უმი თესლი ან მზესუმზირა - მიირთვით ამ პროდუქტებიდან რომელიმე მცირე რაოდენობით. შვებას უმალვე იგრძნობთ.

მოხალეთ წიწიბურა, დაფქვით და გაცერით. მიიღეთ ეს საშუალება დღეში სამჯერ 1 მწიკვი.