თუ ბავშვობიდან გსურდათ, გესწავლათ სტვენა და არ გამოგდიოდათ, წაიკითხეთ ჩვენი სტატია! მარტივად აგიხსნით, როგორ ვისტვინოთ ბულბულზე არანაკლებად!
ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითებით გააკეთეთ ლათინული ასო A, დანარჩენი თითები შეკარით მუჭად.
ტუჩები ისე მოადუნეთ, რომ კბილები დაფაროთ.
ახლა საჭიროა, კბილებს მოაცილოთ ენა. თითებით ფრთხილად ჩაზნიქეთ, ისე რომ, მისი წვერი რბილად ეხებოდეს პირის ღრუს ქვედა ნაწილს. ერთგვარი რკალი უნდა გამოვიდეს ენისგან. გამოსცადეთ თავი: თითები ერთი ფალანგით შიგნით უნდა იყოს.
ამოისუნთქეთ შექმნილი ხვრელისგან. თუ გრძნობთ, რომ ჰაერი მოდის მხოლოდ ქვედა ტუჩიდან - ყველაფერი რიგზეა. თუ გეჩვენებათ, რომ მოძრაობა ზედა ტუჩიდანაც მოდის, კარგად დაახშეთ ხვრელი თითებით.