საფუვრით დამზადებული 3 სუპერნიღაბი თმის სწრაფად ზრდისთვის - Marao

საფუვრით დამზადებული 3 სუპერნიღაბი თმის სწრაფად ზრდისთვის

2016-07-27 14:46:52+04:00

თუკი გსურთ, სწრაფად გაიზარდოთ თმა, აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ნიღბიდან რომელიმე და ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.

1. 30 გ საფუარი გახსენით 1 ს/კ წყალში, დაუმატეთ 2 ს/კ წიწაკის ნაყენი და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი შამპუნით.

2. რამდენიმე ს/კ ნებისმიერი ბალახის ნახარშში (შემთბარი) გახსენით 1 ჩ/კ საფუარი და გააჩერეთ ნახევარი საათი.

შემდეგ დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, 1 ს/კ ბირკნის ზეთი და რამდენიმე წვეთი რომელიმე ეთერზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. შეიფუთეთ და გაიჩერეთ 1 საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის გაკეთება კვირაში 2-ჯერაც შეგიძლიათ.

3. 1 ს/კ მშრალი საფუარი გახსენით 2 ს/კ შემთბარ წყალში, დაუმატეთ 1 ჩ/კ შაქარი და გააჩერეთ ერთი საათი. შემდეგ დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი და 2 ჩ/კ მდოგვის ფხვნილი.

ნიღაბი შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ 1 საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი შამპუნით.

საკმარისია მისი გამოყენება კვირაში ერთხელ.