ჰოლივუდის ლამაზმანების ფოტოებს რომ ათვალიერებ, რწმუნდები, რომ სწორ მაკიაჟს შეუძლია სახის წარმოუდგენლად შეცვლა.
დააკვირდით მათ ფოტოებს მაკიაჟის გარეშე, სხვაობა - უდიდესია! მაკიაჟის დახმარებით შესაძლებელია კანის დეფექტების დაფარვა, ტუჩების კონტურის გამოკვეთა და სახის ოვალის კორექცია...

დღეს ჩვენ მოგითხრობთ, როგორ შევქმნათ ფართოდ გახელილი მზერა, თუ ბუნებამ ჩამოშვებული ქუთუთოებით "დაგაჯილდოვათ".
როგორ გავადიდოთ თვალები მაკიაჟის დახმარებით
ქუთუთოს ჩრდილები. უამრავი ქალი ფიქრობს, რომ მუქი ფერის ჩრდილები თვალებს ადიდებს, მაგრამ ეს ასე არ არის. უკეთესი ეფექტის მისაღებად, შეურიეთ სხვადასხვა ფერის ჩრდილები. ასევე, გამოიყენეთ პერლამუტრის ჩრდილები თვალების კუთხეში, შუაში და წარბის ქვეშ.
თვალების კონტური. პატარა თვალებზე დიდი ოდენობით შავი ლაინერის წასმა - უპატიებელი შეცდომაა. ეს არამხოლოდ აპატარავებს თვალებს, არამედ გოგონას პანდას ამსგავსებს.
წამწამების ტუში. გრძელი წამწამები, რა თქმა უნდა, ყურადღებას იქცევს, მაგრამ მეტისმეტად სქელი წამწამები ყველაზე იდეალურ მაკიაჟსაც კი აფუჭებს.
თეთრი ფანქარი. ფართოდ გახელილი მზერის მისაღებად, პროფესიონალი ვიზაჟისტები ქვედა ქუთუთოს შიდა მხარეზე პერლამუტრის თეთრ ფანქარს უსვამენ.
წარბების ფორმა. ჩამოშვებული ქუთუთოების მფლობელებისთვის რეკომენდებული არაა წვრილი ან სწორი ფორმის წარბები. დაიცავით ოქროს შუალედი: ბუნებრივი ფერის, ოდნავ მოხრილი ფორმა, ნატურალური სიფართოვე.
მზერის ვიზუალურად გაფართოება არც ისე ძნელია კოსმეტიკის სწორი გამოყენებით. ივარჯიშეთ უქმე დღეებზე, ორშაბათიდან კი მოემზადეთ კოლეგებისგან კომპლიმენტების მისაღებად!