მხოლოდ ერთი დანამატი ყავაში და დაივიწყებთ თირკმლის პრობლემებს! - Marao

მხოლოდ ერთი დანამატი ყავაში და დაივიწყებთ თირკმლის პრობლემებს!

2016-08-12 12:03:14+04:00

კარდამონი ცნობილია თავისი გემოს თვისებებით. ამ სანელებელმა საპატიო ადგილი დაიკავა ჩვენს სამზარეულოებში, რეცეპტები მისი გამოყენებით ყოველდღიურად იზრდება. კარდამონიანი ყავა ყველაზე გემოვნებიან გურმანებსაც კი გააოცებს, მაგრამ არა მხოლოდ გემოს, არამედ სასარგებლო თვისებების გამოც.

აღმოჩნდა, რომ თუ ყავაში ცოტაოდენ კარდამონს დავამატებთ, შესაძლებელია თირკმელების განკურნება და საკვების მომნელებელი სისტემის პრობლემების მოცილება.

კარდამონის სამკურნალო თვისებებზე უძველესი დროიდანაა ცნობილი ინდოეთსა და ჩინეთში. მაშინ ითვლებოდა, რომ ამ სანელებლის წყალობით, პრაქტიკულად, ყველა დაავადების განკურნება არის შესაძლებელი.

კარდამონის თვისებები:

წმენდს ორგანიზმს

მისი რეგულარული გამოყენება არეგულირებს სისხლის წნევას და თირკმელებიდან კალციუმი გამოჰყავს.

აუმჯობესებს საკვების მონელებას.

კარდამონი ზრდის ნაღვლის ნაკადს, რომელიც ეხმარება საკვების მონელებაში, ასევე, ხსნის სპაზმებს.

ებრძვის ანემიას.

რკინა, მარგანეცი, სპილენძი და სხვა სასარგებლო ვიტამინები, რომელთაც კარდამონი შეიცავს, ეხმარება ანემიის ისეთი სიმპტომების მკურნალობაში, როგორებიცაა ძალების გამოცლა, უნიათობა.

გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკი.

მრავალი წლის განმავლობაში, ინდოეთში კარდამონს იყენებდნენ, როგორც პირის ღრუში ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.

кофе с кардамоном

აძლიერებს იმუნიტეტს

კარდამონის სასარგებლო თვისებები დადებითად ზემოქმედებს იმუნიტეტზე, შველის უძილობისა და დეპრესიის დროს, ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს.

იცავს კანს

როდესაც ყავაში, ჩაიში ან წყალში კარდამონს ამატებთ, ეხმარებით კანს ტონუსის შენარჩუნებაში.

აღადგენს თმას

კარდამონს, ასევე, იყენებენ თმის სამკურნალოდ და აღსადგენად. თმის კარდამონით გავლება უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას და ბრწყინვალებას.

ეს არ გახლავთ კარდამონის სასარგებლო თვისებების სრული სია. ყავაში ან ჩაიში კარდამონის დამატებით, ინარჩუნებთ ორგანიზმს ტონუსში. გარდა ამისა, დილით მირთმეული კარდამონიანი ყავა მთელი დღის განმავლობაში მოგამარაგებთ ენერგიით.