პაატა ბურჭულაძის ოჯახური ამბები - ცოლი, შვილები და შვილიშვილები (+ფოტოები) - Marao

პაატა ბურჭულაძის ოჯახური ამბები - ცოლი, შვილები და შვილიშვილები (+ფოტოები)

2016-08-20 16:11:03+04:00

მას მერე, რაც ცნობილი ბანი და ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო, რასაკვირველია, გამძაფრდა ინტერესი მის მიმართ.

საინტერესოა ხალხისთვის მისი როგორც საჯარო, ისე პირადი ცხოვრება.

ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი პაატა წლებია წარმოშობით უკრაინელ ანჟელა ვასილენკოსთან ცხოვრობს, რომელზეც შარშან გრანდიოზულად იქორწინა და ჯვარიც დაიწერა. ამბობს, რომ ის მისი უდიდესი სიყვარულია და ქალბატონი ანჟელაც გამუდმებით მის გვერდით არის. ბატონ პაატას ჰყავს ორი ვაჟი პირველი ქორწინებიდან (ირინა ნატრიაშვილთან) - შუქრი და ალექსანდრე. საზოგადოებისთვის მეტად ცნობილი შუქრია, რომლის ამბავი 1990-იან წლებში ბევრმა გაიგო და განიცადა კიდეც.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, 161-ე სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლობდა შვეიცარიაში, კოლეჯში, ლუზანასთან ახლოს. შემდეგ ვენაში ინტერნაციონალურ სკოლაში. მერე კი ყაზახეთში, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ძირითადად, დედასთან იზრდებოდა. წაიკითხეთ სრულად...