როგორ გამოიყურება გია ჯაჯანიძის ახალი ბინა თბილისის ცენტრში – ვინ აჩუქა სამსართულიანი ბინა ტელეწამყვანს - Marao

როგორ გამოიყურება გია ჯაჯანიძის ახალი ბინა თბილისის ცენტრში – ვინ აჩუქა სამსართულიანი ბინა ტელეწამყვანს

2016-08-22 14:45:56+04:00

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან გია ჯაჯანიძესთან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.

– ვინ არის ის ადამიანი, სამსართულიანი ბინა რომ გაჩუქა თბილისის ცენტრში?

– ჰო, ბინა მართლაც მაჩუქეს. ამ მარმარილოს კიბეებზე რომ ჩამოვდივარ, ისე ვიფერებ, თითქოს ჭიათურის ტალახი არ მიჭყლეტია (იცინის)… ბევრი უცხოელი ახლობელი მყავს, ეს არ ეხება ტელევიზიას. მათ შორისაა ეს ცოლ-ქმარი, რომლებიც წელს პირველად იყვნენ საქართველოში. გავისეირნეთ, მათ შორის, ბაზარშიც. ვერ წარმოიდგენ, რა ხდებოდა. გამივსეს პარკები გამყიდველებმა სურსათ-სანოვაგით, ფოტოებს იღებდნენ ჩემთან.

წამოვედით დატვირთულები. მეორე დღეს ჩემს სახლში დავპატიჟე ეს უცხოელი ცოლ-ქმარი, საბურთალოზე, სადაც შენც ხარ ნამყოფი. რომ მოვიდნენ, მკითხეს, ეს სტუდიააო? არა, აქ ვცხოვრობ-მეთქი, ვუთხარი. ვერ წარმოიდგინეს, რომ ასეთი პოპულარული ტელეწამყვანი ასეთ პატარა ბინაში ცხოვრობდა. მითხრეს, შენ მალე ბინა გექნებაო… მოკლედ, ამათ მაჩუქეს ბინა. ბიზნესმენები არიან. იხილეთ ფოტოები