25 ძვირფასი ცხოვრებისეული რჩევა 99 წლის ფეხბურთელისგან - Marao

25 ძვირფასი ცხოვრებისეული რჩევა 99 წლის ფეხბურთელისგან

2016-08-29 15:36:28+04:00

PopSugar-ის რედაქტორი მეისი უილიამსი თავისი დიდი პაპის ისტორიას გვიყვება:
"ჩემი დიდი პაპა ენდი ანდერსონი 99 წლისაა. საოცარი ცხოვრებისეული ისტორია აქვს. მასზე ფილმის გაღებაც შეიძლება. ჩემს დიდ ბებიას ერთ შაბათ დღეს შეხვდა, მეორე შაბათ დღეს კი მასზე იქორწინა. ერთად 67 წელი იცხოვრეს, ჩემი დიდი ბებიის გარდაცვალებამდე. მათ ორი შვილი ჰყავთ, - ერთი საკუთარი, მეორე ნაშვილები და უამრავი შვილიშვილი.

ენდის უმაღლესში არ უსწავლია, მაგრამ მუდამ თავდავიწყებით შრომობდა. Safeway-ს რძის განყოფილების მენეჯერი იყო და მთელ ქვეყანას პროდუქტებით ამარაგებდა. ოჯახში ენდის "ღიმილიან პაპას" ვეძახით. მე არ ვიცნობ სხვა ადამიანს, ვინც ასე დაწვრილებით შეიცნო სამყარო".

აი, რა ვისწავლეთ მისგან მისმა შვილიშვილებმა:

1. მუდამ, ნებისმიერ სიტუაციაში, შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა.

2. არ არსებობს "საუკეთესო მომენტი" დაწყებისთვის. როცა დაიწყებთ, მაშინაა საუკეთესო მომენტი.

3. ყოველ დილით ივარჯიშეთ და არასდროს იქნებით დაღლილი და ავადმყოფი.

4. იმაზე მეტ ფულს ნუ დახარჯავთ, ვიდრე გამოიმუშავებთ.

5. ყოველდღე დალიეთ ფორთოხლის წვენი.

6. ერთი ნახვით შეყვარება ფანტასტიკა არაა.

7. ცუდი სამსახურის ქონა ჯობია, საერთოდ უსამსახუროდ ყოფნას.

8. ნუ შეჭამთ "ცარიელ" საკვებს. დანაყრების შეგრძნება მალევე გაქრება.

9. თქვენი ოჯახი - ყველაზე ღირებულია ამქვეყნად.

10. ჭამეთ ძეხვი ყოველდღე და ნურაფრის შეგეშინდებათ.

11. ცხოვრება - დელიკატური რამაა. როგორც კი აბუჩად აიგდებთ, გაფუჭდება.

12. ნურასდროს შეგეშინდებათ, იყოთ ბუნებრივი.

13. ნებისმიერ ადამიანს უგროვება უამრავი სამოსი. დაიტოვეთ მხოლოდ ის, რასაც ჩაიცვამთ. ნუ დააგვიანებთ სამყაროს.

14. პატიება უნდა ისწავლოთ. თავიდან რთული მოგეჩვენებათ.

15. დააგროვეთ ფული ახლა და მომავალში მათი უკეთ დახარჯვის შანსი გამოგიჩნდებათ.

16. სიყვარული მუდამ ბედნიერება არაა, მაგრამ ბედნიერების შექმნა თავადაც შეგიძლიათ.

17. ეძიეთ რაღაც სასაცილო ნებისმიერ სიტუაციაში.

18. თუ პრობლემა შეგექმნებათ, მასზე მსჯელობას კი ნუ დაიწყებთ, მის მოგვარებას შეუდექით. მოაგვარეთ და მომენტალურად დაივიწყეთ.

19. დარწმუნდით, რომ აკეთებთ იმ საქმეს, რომელიც გიყვართ. ნუ შეგეშინდებათ ნანატრის ასრულების. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად იქნება.

20. განათლება მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელი არაა. ცხოვრება თავადაა საჭირო განათლების მომცემი.

21. შეისწავლეთ თქვენი შინაგანი სამყარო, მაგრამ გარემოს მიმართაც ნუ დაკარგავთ ინტერესს.

22. ეცადეთ, ყველაფერს სერიოზულად არ მიუდგეთ.

23. ყოველთვის შეიძლება სწორი პასუხის გაცემა, გონივრული გადაწყვეტილების მიღება. თუ არ გამოგდით, ე.ი. გონივრულობა გაკლიათ.

24. ცხოვრება საჩუქარია. თქვენი გადასაწყვეტია, რა დატვირთვა ექნება მას: ბედნიერი თუ მუდამ შფოთიანი. თქვენ გაქვთ უფლება, ისე იცხოვროთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით.

25. ჩემი სრული სახელია უილიამ ბრედფორდ ჯეიმს ანდერსონი. სულ ვფიქრობ: რატომ ვიცოცხლე ამდენი მე და არა ვიღაც სხვამ?..