როგორ დავიკელი 40 კილო - Marao

როგორ დავიკელი 40 კილო

2016-09-03 12:44:36+04:00

ქალი, რომელიც გულახდილად გვიყვება, თუ როგორ დაიკლო წონაში და რა სირთულეების გადატანა მოუწია 9 თვის განმავლობაში. ჩვენს გმირს რეიჩელ გრემი ჰქვია. "ინსტაგრამის" გვერდზე გულახდილად საუბრობს და არც უხერხულ კითხვებზე უჭირს პასუხების გაცემა:

"ადამიანები მეკითხებიან: "როგორ ავირიდოთ გახდომის შემდეგ მომჩვარული კანი?". მართლა არ ვიცი. ალბათ არიან ადამიანები, ვისაც გაუმართლა და გახდომის შემდეგ კანი არ ჩამოეწელა. მე უმარავი ნაკეცი მქონდა. მათ მოსაშორებლად მომავალში ქირურგიულ ოპერაციას მივმართავ".

"არ ვნანობ წონაში რომ დავიკელი? რა თქმა უნდა არა. ჯანმრთელი და ბედნიერი გავხდი".

2.JPG

"გახდომის შემდეგ კანის დეფორმირება ჩვეულებრივი მომენტია. ამის გამო არ ვნერვიულობ. ოდესმე ოპერაციას გავიკეთებ. მანამდე კი მიყვარს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ".

"ჩამოწელილი კანი ჩემი რეალობაა, გარკვეული პერიოდი ასე ვიქნები"

5.JPG

სოციალურ გვერდში მის ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ძირითადად ამხნევებენ და წარმატებას უსურვებენ.

მისი საიდუმლო იმაშია, რომ არანაირი საიდუმლო არა აქვს.

3.JPG

"წონაში დაკლება რამდენჯერმე ვცადე. მივხვდი, რომ არანაირი გასახდომი აბები და სითხეები არ მიშველიდა. არ არსებობს ჯადოსნური მეთოდი, რომელიც 40 კილოს ერთ დღეში დაგაკლებინებს. მე ამ შედეგის მისაღწევად 9 თვე დამჭირდა. ამას სჭირდება კალორიების თვლა და ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიში. სანამ ამას გავიაზრებდი, უამრავი მეთოდი ვცადე, არც ერთმა არ გაამართლა. სხვათა შორის, ვარჯიშიც და დიეტაც ინდივიდუალურია. მოძებნეთ კარგი დიეტოლოგი, რომელიც ჯანსაღი კვების წესს შეგიდგენთ და მწვრთნელი, რომელიც კონკრეტული ზონების გააქტიურებაში დაგეხმარებათ. და რაც მთავარია, იმუშავეთ საკუთარ თავზე ყოველდღე, დიდხანს".