იტალიას მდიდარი ისტორია აქვს. ცხოვრება მიედინება, იცვლება, მაგრამ არის ამ ქვეყანაში მუდმივი რამ – la dolce vita - სიამოვნებისა და ტკბილი ცხოვრების იდეა, რომელიც ფედერიკო ფელინიმ ჩვეული ირონიითა და მგრძნობელობით გადმოსცა ეკრანზე.
ფოტოგრაფ ჩარლზ თრაუბს 80-იანი წლების იტალიის ფოტოკოლექციაში ფელინის ფილმთან პარალელები მოჰყავს, თუმცა, მის ფოტოებში არის რაღაც უნიკალური, რაც მხოლოდ მას ახასიათებს. ფოტოებზე არაფერია უხამსი, მაგრამ თითოეულ კადრში გამოსჭვივის გრძნობა და მისი გამოვლინება. ჩარლზ თრაუბის იტალია სიცოცხლის ფერებითაა აღსავსე და სწორედ ამიტომაც არის ასე მიმზიდველი. იხილეთ ფოტოგალერეა