შევჩენკოს მეთოდს უამრავი ”უკურნებელი” სენის წინააღმდეგ იყენებენ. სიმსივნე, სარკომა, ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ნეფრიტი, დიაბეტი, ჰიპერტონია, სტენოკარდია, ართრიტი, ასთმა, ალერგია - მეთოდიკის ავტორი ირწმუნება, რომ ზეთისა და არყის მეშვეობით სწორად ჩატარებული მკურნალობა დადებით შედეგს გამოიღებს.
ნიკოლაი შევჩენკო აფრთხილებს, რომ არ შეიძლება მკურნალობის ამ მეთოდის შეწყვეტა, ავადმყოფის მოტყუება დიაგნოზის თაობაზე და სხვა ხალხური მეთოდებით მკურნალობა.
სამკურნალო ემულსიის მიღებისას უარი უნდა თქვათ ცხოველურ ცხიმებზე, ზეთზე (შეიძლება მხოლოდ ემულსიაში), ტკბილეულზე, ტკბილ ხილზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში იმოქმედებს არაყი და ზეთი.
არაყი და ზეთი
ინგრედიენტები
• 30 მლ არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი
• 30 მლ 40%-იანი არაყი
• თავსახურიანი ბოთლი
მომზადების წესი
მიაქციეთ ყურადღება არყისა და ზეთის ხარისხს. ზეთი აუცილებლად არარაფინირებული და ახალი უნდა იყოს, არაყი - არანაკლებ 40%-ისა.
შეანჯღრიეთ არაყი და ზეთი 5 წუთის განმავლობაში და დალიეთ რაც შეიძლება სწრაფად.
მიიღეთ ნარევი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 20 წუთით ადრე, 10 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 5 დღით და ასე ზედიზედ 2-ჯერ. მესამე ჯერზე ჩაიტარეთ 10-დღიანი კურსი და შემდეგ შეისვენეთ 14 დღით. ეს გახლავთ მკურნალობის ერთი კურსი.
არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მკურნალობის მოცემული გრაფიკი და დოზები.
მკურნალობის ეს მეთოდი კარგად იყო ცნობილი და უამრავ ადამიანს დაეხმარა, თუმცა, მას ნეგატიური გამოხმაურებაც აქვს. ამიტომ, სანამ კურსს დაიწყებდეთ, კარგად შეისწავლეთ შევჩენკოს მეთოდი, რათა ყველაფერი სწორად ჩატარდეს. მკურნალობის ეფექტურობის საწინდარი სასმლის ძლიერი მიკრობსაწინააღმდეგო და პარაზიტალურსაწინააღმდეგო თვისებებია.