ეს ყველამ უნდა იცოდეს! როგორ დავადგინოთ, კვერცხი ახალია თუ ძველი - Marao

ეს ყველამ უნდა იცოდეს! როგორ დავადგინოთ, კვერცხი ახალია თუ ძველი

2016-09-19 12:42:33+04:00

კვერცხი ნებისმიერი ოჯახის მაცივარში მოიპოვება და ეს გასაკვირიც არ არის - ეს პროდუქტი სხვადასხვა კერძის უნივერსალური ინგრედიენტია, უბრალო ტაფამწვარით დაწყებული, ნამცხვრებითა თუ ტორტებით დამთავრებული.

კვერცხის მთავარი კრიტერიუმი კი გახლავთ ის, რომ - პროდუქტი აუცილებლად ახალი უნდა იყოს.

როგორ დავადგინოთ, ახალია თუ არა კვერცხი? ამაში ერთი მარტივი ექსპერიმენტი დაგვეხმარება, რომელსაც დღეს ჩვენს სტატიაში შემოგთავაზებთ.

როგორ დავადგინოთ, ახალია თუ არა კვერცხი

დაგჭირდებათ:

• ღრმა თასი

• ცივი წყალი

• კვერცხი

კვერცხის შემოწმება

მოათავსეთ კვერცხები თასში და დაასხით წყალი.

კვერცხი, რომლებიც ამოტივტივდება, აუცილებლად გადააგდეთ.

ის კვერცხი კი, რომელიც ფსკერზე დარჩება, მაგრამ ვერტიკალურ პოზას მიიღებს, არც თუ ისე ახალია, მაგრამ საკვებში ჯერ კიდევ გამოგადგებათ.

კვერცხი, რომელიც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დარჩა ფსკერზე - ყველაზე ახალია.

როდესაც კვერცხი ძველდება, კარგავს ტენიანობას და ივსება ჰაერით, რის გამოც ის წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება.

ფრთხილად იყავით! ძველი კვერცხით შეიძლება მოიწამლოთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ისინი საკვებში!