როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით? - Marao

როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით?

2016-09-19 15:21:49+04:00

ჩვენ ყველას სახის ინდივიდუალური ფორმა გვაქვს. OK! ფორმისა და ზომის მიხედვით ვარცხნილობის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ.

1. მრგვალი ფორმა

თქვენი მიზანია, ვარცხნილობამ სახეს ოდნავ მეტი სიგრძე შემატოს. ამაში აჩეხილი და ერთ მხარეს ყურზე გადაწეული მოკლე თმა დაგეხმარებათ.

2. ოვალური ფორმა

ოვალურ სახეს ძალიან უხდება წინამო. შეგიძლიათ, ის შუბლზე გადმოიყაროთ, ან ოდნავ გრძლად შეიჭრათ და ორ ნაწილად, წარბების მხარეს გადაანაწილოთ.

3. მოგრძო ფორმა

ამ შემთხვევაში გამოსავალი გრძელი, სქელი წინამოა. ის სახის სიგრძეს აბალანსებს. ასევე, ყურადღება მიაქციეთ მოცულობას. მოცულობითი თმა ვიზუალურად სახეს ამოკლებს და სიმეტრიას ქმნის.

4. ოთხკუთხედი ფორმა

თმის სიგრძე შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით აირჩიოთ. სახის ოთხკუთხედი ფორმის შემთხვევაში უნდა ეცადოთ, თმა ერთმანეთსე ნაზად, ფენებად გადადიოდეს, რათა ყბის გამოკვეთილი ძვლიდან ყურადღება გადაიტანოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ყურებთან გრძელი, ოდნავ ხვეული თმა, რომელიც სახეს სინაზესა და უფრო მრგვალ შეხედულებას შესძენს

გაგრძელება