21 საიდუმლო, რომელსაც სასწორი გიმალავთ - Marao

21 საიდუმლო, რომელსაც სასწორი გიმალავთ

2016-09-22 15:20:42+04:00

როდესმე დაფიქრებულხართ, როგორები არიან სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები? მათ ახასიათებთ ლოგიკური მსჯელობის უნარი, სამართლიანები არიან, მაგრამ აქვთ კიდევ უამრავი დადებითი თვისება, რომლებსაც ახლა გავარკვევთ.

1. პატიობს, მაგრამ არ ივიწყებს

არ შეუძლია ძვირფასი დროის დაკარგვა უაზრო საქმეების, გაუგებრობების გარჩევაზე. მარტივად პატიობს და ყველას აძლევს მეორე შანსს. თუმცა, იმდენად ჭკვიანია, რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.

2. ხანგრძლივი და გააზრებული ურთიერთობა იზიდავთ

მოთმინებით დაელოდება მას, ვინც მის გაბედნიერებას შეძლებს. პარტნიორში მონათესავე სულს ეძებს. არასდროს დაუკავშირებს ბედს უინტერესო ადამიანს.

3. სამართლიანია

არ შეუშინდება თავისზე ძლიერებთან შებრძოლებას. მას შეუძლია საკუთარი შეცდომების აღიარება და საკუთარ დანაშაულს სხვას არ გადააბრალებს.

4. ჭკვიანია

ზოდიაქოს ერთ-ერთი ჭკვიანი ნიშანია. ლოგიკურად აზროვნებს და რაციონალური შეხედულებები აქვს.

5. არ სჯერა იმის, რასაც საკუთარი თვალით არ ნახავს

ბუნებით სკეპტიკურია, ყველაფრის გაანალიზება უყვარს. სხვის ნათქვამს კი არ იმეორებს, საკუთარი დასკვნები გამოაქვს.

6. საუკეთესო მოსაუბრეა

რთულ სიტუაციაშიც კი არ კარგავს მოთმინებას. კონფლიქტს მშვიდად და დიპლომატიურად აგვარებს.

7. დაკვირვებულია, იმაზე მეტს ხედავს, ვიდრე სხვას ჰგონია

მუდმივად აკვირდება გარშემო მყოფებს, სამყაროს. აქვს უნარი ამოიკითხოს სხვათა აზრები და სურვილები.

8. ვერ იტანენ ეგოისტებსა და უხეშებს

სასწორი ვერ გაჩერდება უხეშ, ბილწსიტყვიან ადამიანთან, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.

9. მშვიდი დამოკიდებულება აქვს ცხოვრების მიმართ

არ გადააქცევს ბუზს სპილოდ. სიმშვიდეს ინარჩუნებს ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი.

10. დამაჯერებლები

იმდენად ლოგიკურად აზროვნებენ და დამაჯერებლად საუბრობენ, ძნელია შეეწინააღმდეგო.

11. აღწევენ სასურველს

აქტიური ადამიანია და სხვების წუწუნის მოსასმენად არ სცალია. დაისახავს მიზანს და აღწევს.

12. მომხიბვლელი და მაცდურია

თუ ადამიანის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილნი, მომხიბვლელები ხდებიან და თავს ნებისმიერს შეაყვარებენ.

13. წინასწარ გათვლილი აქვთ მომდევნო ნაბიჯი

არ უყვართ სულელური გადაწყვეტილებების მიღება. ტაქტიკურები და ანგარიშიანები არიან. ყოველი ნაბიჯი კი არა, მისი მომდევნოც გათვლილი აქვთ.

14. ეგოისტ პარტნიორთან არ გაჩერდებიან

ურთიერთსიყვარული და პატივისცემა სჭირდებათ პარტნიორისგან.

15. განწყობის გაფუჭებას წაგება ურჩევნიათ

თუ ხვდებიან, რომ მათი გამარჯვება (კამათში) ახლობელს გაანაწყენებს, ძალით წააგებენ.

16. ზედმეტად მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ

ცდილობს არავის აწყენონს და ამის გამო თავადვე ზარალდება.

17. საუკეთესო მრჩეველი და მოსაუბრეა

საუკეთესო მეგობარია, მის სიტყვას აქვს ფასი, რადგან თქვენს საწინააღმდეგოდ არაფერის იტყვის და გააკეთებს.

18. ცნობისმოყვარეა

ყველასა და ყველაფრის მიმართ, მაგრამ არა მომაბეზრებელი.

19. კომუნიკაბელურია

ყველა ადამიანთან, ნებისმიერ თემაზე შეუძლია საუბარი. იმიტომ, რომ კაცთმოყვარეა და განათლებული.

20. ამოუცნობია

ხანდახან სპონტანურობა ახასიათებს, მოულოდნელობით გაგაოცებთ ხოლმე.

21. ბედნიერია, ახლობლების ბედნიერებით

აფასებს მეგობრობას, ნათესავებს. ყველაფერს მოიმოქმედებს, რომ მისი გარშემო მყოფები ბედნიერები იყვნენ.