8 იდეალური ვარცხნილობა მოკლე თმისთვის - Marao

8 იდეალური ვარცხნილობა მოკლე თმისთვის

2016-09-23 15:17:34+04:00

თუ ფიქრობთ, რომ ლამაზი ვარცხნილობის შექმნა მხოლოდ გრძელ თმაზეა შესაძლებელი - ცდებით! ნახეთ, რა არაჩვეულებრივ ვარცხნილობებს გვთავაზობენ სტილისტები მოკლე და საშუალო სიგრძის თმისთვის!

ვარცხნილობა ბერძნულ სტილში

31.jpg

საფეთქალიდან ოდნავ მოშორებით დაიწყეთ თმის დაწნა, ნაწილი გადაიტანეთ მეორე მხარეს და განაგრძეთ დაწნა. დააფიქსირეთ ნაწნავი და მეორე მხარესაც მსგავსი გააკეთეთ. შეაერთეთ ორივე ნაწნავი და დაამაგრეთ თმის სამაგრით.

მოცულობითი ნაწნავი

33.jpg

სანამ ვარცხნილობის გაკეთებას შეუდგებით, შეისხით მშრალ თმაზე დამატენიანებელი სპრეი. დაიწყეთ დაწნა და თანდათანობით შეუერთეთ თმის ახალი ნაწილები. როდესაც ყურამდე მიხვალთ, შეწყვიტეთ დამატება, გააკეთეთ კიდევ ორი ნაწნავი და კუდის ბოლო რეზინით შეიკარით. გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს. თმის ქვედა ნაწილი შეიკარით. შემდეგ ორივე ნაწნავი ერთმანეთზე დაამაგრეთ და ქვედა კუდთან შეაერთეთ.

წვრილი ნაწნავი

Прически

თუ თქვენი "ბობი" წამოიზარდა, ასეთი ასიმეტრიული ნაწნავებისგან ავანგარდულ ვარცხნილობას მარტივად შექმნით.

აბადოკი

Прически

მოკლე თმის ორიგინალური ვარცხნილობისთვის, თმის ზრდის ველზე გააკეთეთ წვრილი ნაწნავი.

მაკრამე

Прически

თმის ძირითადი ნაწილი დაჭიმეთ და დააფიქსირეთ, კიდევ რამდენიმე წვრილი ნაწილი დაახვიეთ ჟგუტით და შემოახვიეთ ცენტრალურ ნაწილზე. დააფიქსირეთ თმის სამაგრებით.

ფრანგული ნაწნავი

Прически

ყურს უკან გაიკეთეთ რამდენიმე ნაწნავი და დაიმაგრეთ თმის სამაგრით.

თევზის კუდი

Прически

გააკეთეთ რთული ნაწნავი და დააფიქსირეთ ბანტით.

"უკუღმა" ნაწნავი

Прически

იდელურია მოგრძო კარესთვის. შესანიშნავ საღამოს ვარცხნილობას მიიღებთ.