შემოდგომაზე მოსასმენი საუკეთესო სიმღერები - Marao

შემოდგომაზე მოსასმენი საუკეთესო სიმღერები

2016-09-26 21:41:46+04:00

შემოდგომაზე მოსასმენი სიმღერების ათეულს Billboard.com გვთავაზობს. გამოცემის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა მუსიკალურად პასიური სეზონია, არსებობს მთელი რიგი საუკეთესო სიმღერებისა, რომლებიც განწყობას შეგვიქმნის.

1. Ella Fitzgerald & Luis Armstrong - "Autumn in New York"

კომპოზიცია რომანტიკული და ამავდროულად გამამხნევებელია, რომელიც შუა დღეს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით.

2. Green Day - "Wake me up when September ends"

ეს შემოდგომის მელანქოლიური და ამაღელვებელი სიმღერაა, რომელსაც სევდიანი განწყობის შექმნა შეუძლია.

3. Fiona Apple - "Pale September"

"ზაფხულის ცხელმა დღეებმა სუნთქვა შეწყვიტეს და გაუჩინარდნენ, ჩემი გული გაცივდა და მხოლოდ სიცარიელე დამრჩა", - მოისმენთ სიმღერის ტექსში.

4. Yo La Tengo - "Autumn Sweater"

მისი მოსმენა თქვენს თბილ, სქელ სვიტერში გახვევასა და შემოდგომის სუსხის შეგრძნებას უდრის.

5. Wyclef Jean - "Gone Till November"

ეს სიმღერა წელიწადის ნებისმიერ დროს შესანიშნავი მოსასმენია და არაჩვეულებრივ განწყობას ქმნის.

6. The Kinks - "Autumn Almanac"

კარგი საკვები, მეგობრები და ფეხბურთი, ესაა შემოდგომის ატრიბუტები, სიმღერის მიხედვით. გაგრძელება