შეიზილეთ ეს ორი სასწაულმოქმედი პროდუქტი თმაში და აღიდგინეთ ბუნებრივი ფერი - Marao

შეიზილეთ ეს ორი სასწაულმოქმედი პროდუქტი თმაში და აღიდგინეთ ბუნებრივი ფერი

2016-09-28 14:49:35+04:00

ჭაღარა, ადრე თუ გვიან, ნებისმიერ ადამიანს უჩნდება. ხანდახან ეს ნაადრევად ხდება. ფაქტორი უამრავია - გენეტიკა, დაბინძურებული გარემო, სტრესი, არასწორი კვება, ზოგიერთი დაავადება, მაგალითად ჰორმონალური დისბალანსი ან ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია.

როდესაც ჭაღარას ვამჩნევთ, ვცდილობთ, მისგან სწრაფად გავთავისუფლდეთ - ქიმიური საღებავით ვიღებავთ, რაც თმასა და ჯანმრთელობას აზიანებს.

დღეს ჩვენ თმის ნატურალური ფერის აღსადგენი უსაფრთხო საშუალების რეცეპტს შემოგთავაზებთ:

როგორ დავიბრუნოთ თმის ბუნებრივი ფერი

ქოქოსის ზეთი და ლიმონი - ორი სასწაულმოქმდედი კომპონენტია, რომლებიც დაგეხმარებათ თმის აღდგენასა და ნაადრევი ჭაღარის თავიდან არიდებაში.

ქოქოსის ზეთი დადებითად ზემოქმედებს კანზე და თმაზე, ამაგრებს მას და ბრინვარებას სძენს. ლიმონის წვენი მდიდარია ფოსფორით, С და В ჯგუფის ვიტამინებით, იგი მსუბუქ გამაღიავებელ ეფექტს აძლევს თმას.

ამ საშუალების დასამზადებლად, შეურიეთ ქოქოსის ზეთი და ლიმონის წვენი თანაბარი პროპორციებით. მიღებული მასა შეიძილეთ თმაში ნაზი მოძრაობებით და გაიჩერეთ მინიმუმ 1 საათით. შემდეგ უბრალოდ დაიბანეთ თავი შამპუნით.

лимон и кокосовое масло

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ. ეს ნარევი არამხოლოდ ჭაღარას ებრძვის, არამედ, ქერტლის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებაცაა.