ვინ უღალატა ხატია სიჭინავას - პოსტი, რომელმაც ბევრი დააფიქრა - Marao

ვინ უღალატა ხატია სიჭინავას - პოსტი, რომელმაც ბევრი დააფიქრა

2016-10-03 12:41:00+04:00

ხატია სიჭინავას პოსტმა, რომელშიც მეგობრის ღალატზე საუბრობს, ბევრი დააფიქრა და დაიწყეს მსჯელობა, ვინ იგულისხმა ხატიამ. სავარაუდოდ, "მეორე მეგობრის" ვინაობას მალე გაიგებს საზოგადოება, მანამდე კი იმედგაცრუებულ ხატიას მოვუსმინოთ:

"ერთ პატარა ქალაქში ორი მეგობარი ცხოვრობდა. ერთს ჰქონდა იმის საშუალება, რომ მეორეს დახმარებოდა და ამაზე არც ფიქრობდა. გულით ეხმარებოდა. რამდენიმე წლის მერე, როცა ცხოვრებისეულად ეს მეგობრობა ძალიან მტკიცე უნდა ყოფილიყო, მეორე მეგობარმა ვერ მოითმინა და ძალიან აწყენინა პირველს. გაიყარა მათი გზები და თითოეული თავისი გზით წავიდა.

გავიდა წლები. პირველმა შექმნა ოჯახი, დადგა ფეხზე და უფრო მეტი სიკეთის კეთება შეძლო ცხოვრებაში. ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით გაიგო, რომ მეორე მეგობარს არ გაუმართლა ცხოვრებაში, ქალაქში ცხოვრება ვეღარ შეძლო და სოფელში წასულიყო, უმუშევარი და უფულო. ბოღმა არასოდეს ყოფილა, გაიხსენა მხოლოდ საუკეთესო მოგონებები, რაც მასთან აკავშირებდა, დაივიწყა მეგობრის შეცდომა და ჩამოიყვანა სოფლიდან და გვერდით დაიყენა. ისე, როგორც ოდესღაც, წლების წინ.

რა თქმა უნდა, მისი ახლო მეგობრები აფრთხილებდნენ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან, მაგრამ მისი გული იმდენად თავისუფალი იყო ბოროტებისგან, რომ გადაწყვიტა, არავისთვის არ მოესმინა და კიდევ ერთხელ ეცადა.

გადმოვიდა მეგობარი ქალაქში, დასახლდა და ცხოვრებაც აეწყო. გადიოდა წლები და პირველმა იფიქრა, რომ მარტო ქალაქში საცხოვრებლად, ცოტა მეტი იყო საჭირო. ამიტომ არც დაფიქრებულა, ისე, მისი საქმე გაუყო. რა თქმა უნდა, უანგაროდ. მეორე მეგობარი ქება-დიდებას ასხამდა მისი ადამიანობისთვის, თუმცა ვერ ხვდებოდა, რომ ეს სამადლობელოდ არ იყო გაკეთებული. უბრალოდ, ასეთი ადამიანი იყო. გაგრძელება