ვერცხლეულის სწრაფი და ეფექტური გაპრიალების საიდუმლო მარტივია. საოცარი ბრწყინვალება 2 წუთში! (+ვიდეოგაკვეთილი) - Marao

ვერცხლეულის სწრაფი და ეფექტური გაპრიალების საიდუმლო მარტივია. საოცარი ბრწყინვალება 2 წუთში! (+ვიდეოგაკვეთილი)

2018-08-09 11:58:41+04:00

დროთა განმავლობაში ჩვენი საყვარელი სამკაულები უწინდებურ ბზინვარებას კარგავს და ხშირად არ ვიცით, რა მოვუხერხოთ მათ.

სპეციალისტების მომსახურება ძვირია, ქიმიის გამოყენება - საშიში. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ მარტივი მეთოდი, რომლის დახმარებითაც სახლის პირობებში ვერცხლის ნაწარმს უწინდებურ იერსახეს დაუბრუნებთ.

როგორ გავწმინდოთ ვერცხლი

მასალა

• ფოლგა

• მომცრო თასი

• 1 ჩ.კ. მარილი

• 1 ს.კ. სოდა

• 100 მკ ადუღებული წყალი

• 100 მლ თეთრი ძმარი

ვერცხლის გაწმენდის მასტერკლასი იხილეთ ვიდეოში