რაში არ ეთანხმება თინა მახარაძეს ''ჩემი ცოლის დაქალების'' სცენარისტი - ''ათასგვარი ნაგვის ქექვაში არ უწევთ დროის დახარჯვა''... - Marao

რაში არ ეთანხმება თინა მახარაძეს ''ჩემი ცოლის დაქალების'' სცენარისტი - ''ათასგვარი ნაგვის ქექვაში არ უწევთ დროის დახარჯვა''...

2016-10-05 15:52:26+04:00

რამდენიმე დღეში საქართველოში არჩევნები ჩატარდება. მოახლოებულ არჩევნებთან ერთად სიტუაცია იძაბება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.

''ჩემი უცხოელი მეგობარი არტისტების (რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები, ფოტოგრაფები, დრამატურგები, ა.შ.) "ფეისბუქაქტივობებს" ვაკვირდები ხოლმე: პოლიტური შინაარსის არც ერთი პოსტი, სოციალური კრიტიკის შემცველი არც ერთი სტატუსი. აკეთებენ თავიანთ საქმეს (სათქმელი თუ აქვთ რამე, საწუხარი (უმეტესად - პირადი ან წმინდა წყლის - ადამიანური) და გასაკრიტიკებელი - ისიც ნაკლებად და აქა-იქ, ამასაც თავიანთ საქმეში დებენ) და მხოლოდ ამ საქმის პროცესისა და შედეგის ამსახველ ფოტო/ვიდეომასალას აქვეყნებენ.

შემეცოდება ხოლმე ჩვენი თავები. იძულებულები რომ ვართ, გვერდით გადავდოთ ჩვენ-ჩვენი სამუშაო ინსტრუმენტები:

კამერები, სცენარები, ფუნჯები, წიგნები, ყურსასმენები და დედა ვიგინოთ მარცხნივ-მარჯვნივ, იმიტომ, რომ ჩვენი საქმის მშვიდად კეთების დრო ჯერ არ დამდგარა. ღვთისმშობელი რომ დიდი ხნის წინ მოკვდა და ობლის კვერი რომ გვიან ცხვება, ეგ არის მთელი ჩვენი ამბის კონცეპტი და სინოფსისი''. გაგრძელება