კბილის ფესვის ნებისმიერი დაზიანება საშინელ ტკივილს იწვევს. თუ ტკივილი ხშირად გაწუხებთ, უმჯობესია, სტომატოლოგს მიმართოთ.
მაგრამ რა ვქნათ, თუ ტკივილმა უქმე დღეს შეგვაწუხა? ამ შემთხვევაში გირჩევთ მოსინჯოთ საშუალება, რომლის მომზადებაც შინაურ პირობებში არის შესაძლებელი და რომელიც ეფექტურად ხსნის კბილის ტკივილს.
ინგრედიენტები
• ½ ჩ.კ. დაფქული მიხაკი
• ½ ჩ.კ. ქოქოსის ზეთი
მიხაკის ფხვნილი ევგენოლს შეიცავს - ქიმიურ მინარევს, რომელიც ტკივილს აყუჩებს. ქოქოსის ზეთს ანტიმიკრობული თვისებები გააჩნია.
მომზადება და გამოყენება
• მინის ქილაში მოურიეთ ორივე ინგრედიენტი
• კბილის ჯაგრისის მეშვეობით წაისვით კბილზე პასტა
გაიმეორეთ პროცედურა დღეში 3-ჯერ.