რა 7 შეცდომა არ უნდა დაუშვათ ჩაცმულობისას, რათა მსუქანი არ გამოჩნდეთ - Marao

რა 7 შეცდომა არ უნდა დაუშვათ ჩაცმულობისას, რათა მსუქანი არ გამოჩნდეთ

2020-05-13 11:46:20+04:00

შესაძლოა, სპორტდარბაზში უსასრულოდ ვივარჯიშოთ, მხოლოდ ბალახი და მწვანე ვაშლები ვჭამოთ და დილაობით ვირბინოთ, მერე კი არასწორად ჩავიცვათ და მაინც პუტკუნა გამოვჩნდეთ.

სასარგებლო რჩევები, თუ გსურთ, ჩაცმულობით 2 კილო მოიკლოთ და ელეგანტურად გამოიყურებოდეთ.

მსხვილი კუბოკრული

სხეულის მკვლელია. ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ ზედმეტ კილოგრამებს და სანტიმეტრებს მოგიმატებთ. უპირატესობა მცირეპრინტიან ან ერთტონიან სამოსს მიანიჭეთ. თუ კუბოკრულ ორნამენტზე უარს ვერ ამბობთ, წვრილუჯრედებიანი შეარჩიეთ.

ჰორიზონტალური პრინტი

ის ვიზუალურად ადიდებს სხეულს, მაგრამ თუ ზოლიანი სამოსი გიყვართ, მიმართულება შეცვალეთ, ვერტიკალურს მიანიჭეთ უპირატესობა, იგი ვიზუალურად კიდევ უფრო გაგამაღლებთ. ნურც კლასიკას - ერთტონიანი სამოსის შეხამება - დაივიწყებთ.

ზედმეტი დეკორი

ორ და მეტ კილოგრამს მატებს და რამდენიმე სანტიმეტრით ადიდებს სხეულს. შეარჩიეთ მოკრძალებული დეკორის სამოსი. მაგალითად, გრძელელვიანი ქვედაკაბა ვიზუალურად დაგიგრძელებთ ფიგურას.

მსხვილი პრინტი და ჰორიზონტალური ელემენტები

მსხვილი პრინტი სხეულსაც ამსხვილებს, ხოლო რომაული სანდლები - ფეხებს ამოკლებს. შეარჩიეთ სამკუთხედჭრილიანი ბლუზა და ქვედაკაბაზე ვერტიკალური ჭრილი, რაც კიდევ უფრო მოხდენილს გამოგაჩენთ. რაც შეეხება ფეხსაცმელს, იგი თქვენი კანის ფერთან მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს, რაც კიდევ უფრო მაღალს გამოგაჩნთ.

"ნავისებური" ჭრილი

ნავისმაგვარი ჭრილი კაბაზე ვიზუალურად ამძიმებს სხეულს, ხოლო სამკუთხედი ჭრილი, პირიქით, ხვეწს მას. გახსოვთ, გეუბნებოდით, რომ დამატებითი დეტალები ამძიმებს სხეულს? დააკვირდით პირველ ფოტოს, რამდენად მასიური ჩანს წელი და თეძო.

მსხვილი ჰორიზონტალური ხაზები

პირველი ფოტო იმის დასტურია, რომ მსხვილ ჰორიზონტალურ ხაზებს სხეულის უფორმო ტომრად გადაქცევა შეუძლია. ერთი ტონის კაბა, წვრილი პრინტით და ფართო ქამრით კი ვიზუალურად მოხდენილს და მაღალს გამოგაჩენთ.

ინტენსიური ფერები

მკვეთრი ფერები ადამიანს უფრო ასუქებს, ვიდრე მუქები. დააკვირდით ორივე ფოტოს. წითელზოლიან მაისურში გოგონას მხრები და წელი უფრო მსხვილი უჩანს, ვიდრე ცისფერზოლიანში. შავი ფერის შარვალი მოხდენილს აჩენს ადამიანს, მაგრამ გააჩნია ფასონს. დღეს მოდური შარვალი-კიულოტი 2-3 კილოს მატებს ძალიან გამხდარ გოგონებსაც კი.