სახის ფერი
სახის ფერი მაკიაჟის მთავარი წესია. ყურადღება მიაქციეთ ტონალურის შერჩევას. გაითვალისწინეთ მისი ფერიც და თხევადობაც. იმისათვის, რომ ტონალური სახეზე იდეალურად გამოიყურებოდეს, წაისვით ყელზე, დეკოლტესა და ყურების ბიბილოებზეც.
თვალის ლაინერი
თვალის გამოკვეთისას უპირატესობა თხევად სახეობას მიანიჭეთ. ის წამწამების შუაში არსებულ კანს კარგად ღებავს, რაც თვალს მეტ მიმზიდველობას, წამწამებს კი სიხშირეს ანიჭებს.
პომადა
პომადის წასმამდე ტუჩები სპეციალური სკრაბით და ბალზამით დაიმუშავეთ. მათი დახმარებით ტუჩები დატენიანებული და უნაკლო გამოჩნდება. თუ თხელი ტუჩები გაქვთ, ნუ წაისმევთ მუქი ფერის ან ყავისფერი ტონალობის პომადას. უპირატესობა კარამელისფერს მიანიჭეთ.