იოდი სასარგებლოა - დააკვირდით სარკეში თქვენს თავს, ძვირფასო ქალბატონებო! - Marao

იოდი სასარგებლოა - დააკვირდით სარკეში თქვენს თავს, ძვირფასო ქალბატონებო!

2016-10-11 14:19:28+04:00

კანის სიმშრალე, სიფერმკრთალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მსხვრევა, შეშუპება სახის, კიდურების, ქუთუთოების, ჩამქრალი თვალები, დაღლილობა, ძილიანობა, უხასიათობა და ა.შ. - ეს ყველაფერი იოდის ნაკლებობის ბრალია ორგანიზმში. თუ ორგანიზმს საკმარისი იოდი აქვს - მაშინ ქალის თვალები ბრწყინავს! ფრენა სურს!

image

ამ მიკროელემენტის ნაკლებობა ორგანიზმში საშიშია, რადგან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე დამოკიდებულია არა მარტო ჩვენი გარეგნობა - ჰორმონალური სისტემაც. ბავშვებში იოდის ნაკლებობა იოლად გამოიხატება - კონცენტრირებას ვერ ახდენს სკოლის გაკვეთილებზე, იოლად იღლება, ჭირვეულობს.

დაეხმარეთ თქვენს და თქვენი შვილების ორგანიზმს!

image

ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) – უწყინარი და პატარა რამ არაა... მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ იოდი დაამატონ მარილშიც, სხვადასხვა მშრალ სადილშიც, ბავშვის საკვებშიც, ეს საკმარისი მაინც არაა!

დავიწყოთ სინჯით - საღამოს ძილის წინ იოდით გაუსვით 3 ზოლი - 10 სმ - მარჯვენა ხელის გარეთა მხარეზე - წინა მხარზე.

პირველი ზოლი - ყველაზე ძლიერი ინტენსივობის ფერი, მეორე - სუსტი, მესამე - ყველაზე სუსტი.

დილით ნახეთ ეს ზოლები, რომელი ფერი შეიწოვა თქვენმა კანმა.

– იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე სუსტი ფერის ზოლი აითვისა ორგანიზმმა, ნიშნავს იმას, რომ იოდი ორგანიზმს ყოფნის, მაგრამ პროფილაქტიკისთვის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, გამოკვება მაინც უნდა ორგანიზმს.

– იმ შემთხვევაში, თუ სუსტი და საშუალო ზოლის კვალი აღარაა - ორგანიზმს იოდი სჭირდება!

– იმ შემთხვევაში კი, თუ სამივე ზოლის კვალია გამქრალი დილით - საგანგაშოა!

– თუ სამივე „სახეზეა“ - არ მოდუნდეთ, შესაძლებელია, თქვენი ფარისებრი ჯირკვალი ვეღარ მუშაობს ნორმალურ რეჟიმში, მოგიხდებათ მისი „დაქოქვა“!

გაფრთხილება მას, ვინაც აწუხებს ჰიპერტირეოზი – მომატებული აღგზნებადობა, ოფლიანობა, გაღიზიანებულობა - თუ თქვენ გაივლით ასეთ ტესტს, თქვენი გულისცემა აჩქარდება, ამიტომ ეს პრაქტიკა სათქვენო არაა!

მკურნალობა:

ვიწყებთ ხატვას... ფერი, კანზე იოდის ინტენსივობა იქნება ისეთი, რომელიც შეიწოვა ტესტირებისას თქვენმა კანმა!!! განაგრძეთ კითხვა intermedia.ge-ზე