ახალი 2017 წელი ახლოვდება და ამჯერად მთელ იმედებს მამლის წელზე ვამყარებთ. მამალი მზის სიმბოლოა, რადგან დილა სწორედ მისი ყივილით იწყება.
აღმოსავლურ ქვეყნებში მამალი მზის სითბოსთანაა დაკავშირებული: ინდიელები მას ხორცშესხმულ მზის ენერგიას, ხოლო იაპონელები პირველ სხივს უწოდებენ. ჩინელები მამალში ღირსების 5 სიმბოლოს ხედავენ: გამბედაობა, სიკეთე, ერთგულება, ღირსება და კეთილმოსურნეობა.
მაშ ასე! რას მოგვიტანს 2017 წელი:
ვერძი - დამსახურებული დასვენება
გასული ორი ურთულესი წელიწადი უკან დარჩა. დადგა დრო, ამ ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარი დაუღალავი შრომისგან ნაყოფი მიიღონ. თუმცა იმას ვერ ვიტყვით, რომ ვერძის ფეხქვეშ ყველაფერი თავისთავად გაეგება - რაიმეს მისაღებად გარკვეული ძალისხმევა და ყურადღება დასჭირდება.
კურო - დადგა დრო, ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოთ!
მაიმუნის წელიწადი სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა წარუმატებლობა, დაძაბულობა და ამაოება უკან დარჩება. დადგა დრო სიმშვიდის და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებისა. ვარსკვლავები იმის გარანტიას, რა თქმა უნდა, ვერ მოგვცემენ, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება, თუმცა ემოციურ და მატერიალურ ფონზე შეგიძლიათ აბსოლუტური სიმშვიდე ჰპოვოთ.
ტყუპი - პოზიტიური დრო
მამლის წელიწადი სასიამოვნო შთაბეჭდილებებითა და წარმატებული საწყისებითაა სავსე. ეს წელიწადი ტყუპისთვის ძალიან პოზიტიური იქნება და ისინი სასწაულის მოწმენიც გახდებიან.
კირჩხიბი - მშვიდობით, მძიმე ტვირთო
ბედისწერა საინტერესო ადამიანებთან შეგახვედრებთ, რომლებიც ერთგული მეგობრები გახდებიან და კირჩხიბის პიროვნულ ზრდაზეც დიდ გავლენას მოახდენენ. ზოგიერთი მძიმე ტვირთსაც მოიშორებს, რაც დიდი ხანია კისერზე აწევს და მათ ცხოვრებაში ერევა.
ლომი - ყველაფერი თქვენს ხელთ იქნება
ნადავლის მოსაპოვებლად ამ ნიშანს თითქმის არაფრის გაკეთება არ დასჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეგუებულები არიან, ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწიონ. ცხოვრობენ დევიზით: "ცხოვრება ბრძოლაა". ამიტომ ცხოვრების ისე გადალაგება, რომ ყველაფერი თქვენს ხელთ თავისთავად იქნება, ცოტა პრობლემებს შეგიქმნით. ბედი ლომს ბევრ გაუთვალისწინებელ მოვლენას ჰპირდება, რასაც ხშირ შემთხვევაში სასურველი შედეგი მოჰყვება.
ქალწული - გამოცდაში გამარჯვების სიმტკიცე
დროა საკუთარ გადაწყვეტილებებში წლის საწყისიდანვე მტკიცე იყოთ. ეს სიმტკიცე ქალწულებს დაეხმარება, გაუძლონ ყველა გამოცდას, რასაც მამლის წელიწადი ჰპირდებათ. უმჯობესია, ეშმაკობა გამოიჩინოთ და სვლა თქვენივე საკეთილდღეოდ მიმართოთ. განაგრძეთ კითხვა reitingi.ge-ზე...